კახა კალაძე - მეტროსადგურების განახლების მიმართულებით სერიოზული პრობლემები შეგვხვდა - რამდენიმე სადგურის რეაბილიტაციაზე საერთაშორისო ტენდერს უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი გამოცდილება მეტროსადგურების განახლების მიმართულებით. სერიოზული პრობლემები შეგვხვდა, სამუშაოების დაწყებისას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ და „ავლაბრის“ რეაბილიტაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება რამდენიმე სადგურის რეაბილიტაციაზე საერთაშორისო ტენდერი, სადაც უცხოურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი გამოცდილება მეტროსადგურების განახლების მიმართულებით. სერიოზული პრობლემები შეგვხვდა, როდესაც დავიწყეთ სამუშაოები. პრობლემებია ზოგადად პროექტის შედგენის პროცესში. როდესაც უშუალოდ ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას, იკვეთება ძალიან ბევრი პრობლემა, რაც კონკრეტულად „ავლაბრის“ რეაბილიტაციის პროცესში გამოჩნდა.

იგივეა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციასთან მიმართებაში. მას შემდეგ, რაც კომუნისტების დროს ეს პროექტები განხორციელდა, ხელი არავის უხლია და რეალურად არავინ იცის, რა მდგომარეობაა კონკრეტულ ადგილზე, ვიდრე უშუალოდ არ დაიწყებ სამუშაოებს. როდესაც ვიწყებთ სამუშაოებს, ბევრ პრობლემას ვაწყდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თემა, რათა თითოეული მოქალაქე იყოს დაცული. დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს ემსახურება მეტრო და უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ეს სამუშაოები მეტროსადგურ „ავლაბართან“ დაკავშირებით დასრულდა, ძალიან ლამაზი გამოვიდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩართულობით, უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ რამდენიმე სადგურის რეაბილიტაციაზე საერთაშორისო ტენდერს, სადაც უცხოურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ. ეს მოგვცემს შესაძლებლობას არა მხოლოდ ქართული კომპანიები, უცხოური გამოცდილება შემოვიტანოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა