ირაკლი კობახიძე - ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, საქართველოში ძაღლს ერქმევა Собака და თუ ევროკავშირში მოლაპარაკებები გაიხსნება, ძაღლს ერქმევა Dog - გარწმუნებთ, ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი!

არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, საქართველოში ძაღლს ერქმევა Собака, ასევე, არიან ადამიანები, რომელთაც ჰგონიათ, რომ თუ ევროკავშირში მოლაპარაკებები გაიხსნება, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში და ძაღლს ერქმევა Dog ან რაიმე ამდაგვარი - გარწმუნებთ, ვიზრუნებთ ამ ქვეყანაზე და ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი, ადამიანს ადამიანი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების საზრუნავი უპირველესად, სამშობლოა და სამთავრობო პროგრამის შინაარსიც სწორედ ესაა.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მაგალითად, თუ მივიღებთ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში - ასეთი საოცარი თეზისი არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ ამ კანონს, საქართველოში ძაღლს ერქმევა Собака, იგივე მიმართულებით, არიან ადამიანები, რომელთაც ჰგონიათ, რომ თუ ევროკავშირში მოლაპარაკებები გაიხსნება, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში. არა თბილისში, საქართველოში, არამედ გავიღვიძებთ ბრიუსელში და ძაღლს ერქმევა არა ძაღლი, არამედ, მაგალითად, Dog ან რაიმე ამდაგვარი. რაც არ უნდა მოხდეს, გარწმუნებთ, რომ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში, ვიზრუნებთ ამ ქვეყანაზე. ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი, ადამიანს ადამიანი, ამ ქვეყანას ერქმევა ქვეყანა და ამ სახელმწიფოს ერქმევა სახელმწიფო. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე.

აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი საზრუნავი, პირველ რიგში, არის ჩვენი ქვეყანა, სამშობლო, საქართველო და პროგრამას, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, სწორედ ეს შინაარსი აქვს - ზრუნვა ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სამშობლოზე, საქართველოზე“,- განაცხადა კობახიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე