მაკა ბოჭორიშვილი - დღეს ვერ გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა ხვალ ხდება ევროკავშირის წევრი იმიტომ, რომ ამისთვის არც ევროკავშირია მზად, არც საქართველო - არავის უარს არ ვეუბნებით, ეს არის სპეკულაციური ინტერპრეტაცია

ევროკავშირი ყოველთვის გვეუბნებოდა, უნდა მოახდინოთ საზოგადოების მოლოდინების მართვა. მე დღეს, თქვენ ვერ გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა ხვალ ხდება ევროკავშირის წევრი იმიტომ, რომ ამისთვის არც ევროკავშირია მზად, არც საქართველო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მანამდე კი, ბოჭორიშვილმა ისაუბრა ევროკავშირთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობა ევროკავშირის ინსტიტუტებთან.

„კარგად იცით, რომ ამ მომენტში მიმდინარეობს ევროკავშირის, ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების პროცესი. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება, რა თქმა უნდა, მათთან ურთიერთობების გაღრმავება, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე კონსულტაციების წარმოება. ევროკავშირში გაწევრიანება გრძელი და რთული პროცესია. ამ პროცესში რთული საკითხები იქნება და არ უნდა მოხდეს ამ საკითხების პოლიტიზება იმგვარად, რომ დაზიანდეს საბოლოო მიზანი, რასაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია. ამ პროცესს სჭირდება მართვა, კონსტრუქციული მიდგომა. ყველა პრობლემურ საკითხზე უნდა ვეძიოთ კონსტრუქციული გამოსავალი, უნდა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი. დიალოგის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მისამართით მიღებულ რეზოლუციებზე.

„რეზოლუციას რაც შეეხება, პროექტს, რომელიც განიხილება და ზოგადად, ევროპარლამენტის რეზოლუციებს, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ინსტიტუტის მიერ მიღებული რეზოლუციები საქართველოსთან მიმართებაში, ბოლო წლებში გამოირჩევა აბსოლუტურად უზუსტო ინფორმაციებით, უზუსტო დებულებებით და მოწოდებებით, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება პარტნიორებს შორის ურთიერთობებს. შესაბამისად, ასეთ პირობებში ძალიან რთულია ისეთი დოკუმენტები, რომელიც აცდენილია აბსოლუტურად რეალობას რეალურ მოცემულობას, სერიოზულად მიიღო და სერიოზულად ისაუბრო ამ დოკუმენტების შინაარსზე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გარდა ამისა, ბოჭორიშვილმა „აბსოლუტურად სპეკულაციური ინტერპრეტაცია“ უწოდა ჟურნალისტის კითხვას, დღეს, თუ საქართველოს ევროკავშირში წევრობას სთავაზობენ, ამაზე უარს ეუბნება, თუ არა საქართველო ევროკავშირს.

„არავის უარს არ ვეუბნებით. ეს არის აბსოლუტურად სპეკულაციური ინტერპრეტაცია, რასაც თქვენ მეკითხებით. ეს არის აბსოლუტურად სპეკულაციური ინტერპრეტაცია იმ განცხადების, რაც გაკეთდა. ერთი, რომ თავად ევროკავშირი ყოველთვის გვეუბნებოდა, უნდა მოახდინოთ საზოგადოების მოლოდინების მართვა. მე დღეს, თქვენ ვერ გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა ხვალ ხდება ევროკავშირის წევრი იმიტომ, რომ ამისთვის არც ევროკავშირია მზად, ამისთვის არც საქართველოა მზად. როდესაც ევროკავშირი და საქართველო იქნება მზად ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ჩვენი საქმე, რაც არის, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს პროცესი მივიყვანოთ 2030 წლამდე, რაც არის ჩვენი დაპირება, რომ საქართველოს კანდიდატ ქვეყნებს შორის იყოს ყველაზე კარგად მომზადებული წევრობისთვის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს