მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ზუგდიდშიც - ადგილზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

ზუგდიდში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო, რუსებო“.

ადგილზე არიან სამართალდამცავები, რომლებიც შენობაში შესასვლელებს იცავენ და ცდილობენ, გაიყვანონ ტერიტორიიდან პროტესტის მონაწილეები.

„ჩვენ ვერ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას, არ დავუშვებთ საბოლოოდ ხელისუფლების მიერ ევროკავშირზე უარის თქმას“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე სტიკერები წარწერით - “დაიბრუნე შენი ხმა“ გააკრეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ადგილზე მყოფ პოლიციელებთან.

აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ