დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვსი და რასა იუკნევიჩიენე - ღრმად შეშფოთებულები ვართ პროევროპელი ქართველების გამო - შესაბამის ორგანოებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება

დაფიქსირებული საარჩევნო თაღლითობა ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და ახალი მთავრობის ლეგიტიმურობას, - ამის შესახებ საერთო განცხადებას სამი წამყვანი ევროპარლამენტარი ავრცელებს.

განცხადების ავტორები არიან: დევიდ მაკალისტერი (ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ნილს უშაკოვსი (ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე) და რასა იუკნევიჩიენე (ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი).

“ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყვებისთვის ძალისხმევები, როგორც ეს 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა. გვახსოვს, რომ საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება იყო 2022 წლის მარტში ევროკავშირის წევრობისთვის შეეტანა განაცხადი და მას 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამ ისტორიული გადაწყვეტილების გამოყენებისა და გაწევრიანების პროცესში წინსვლის ნაცვლად, საქართველოში უწყვეტი დემოკრატიული უკუსვლა იყო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ გასული საპარლამენტო არჩევნები პატივს არ სცემდა დემოკრატიული არჩევნებისთვის საერთაშორისო სტანდარტებს. დაფიქსირებული საარჩევნო თაღლითობა ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და ახალი მთავრობის ლეგიტიმურობას.

ღრმად შეშფოთებულები ვართ პრო-ევროპელი ქართველების უფლებებზე, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ვგმობთ მათ წინააღმდეგ ძალადობას და შესაბამის ორგანოებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც სრულყოფილად უნდა იქნას პატივცემული.

ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილისადმი იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში. გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოებისა და პრო-დემოკრატიული მოძრაობების დახმარებას, რათა შემოაბრუნონ ქვეყანა დემოკრატიული და ევროპული გზისკენ,” - ნათქვამია განცხადებაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს