პოლონეთის საგარეო უწყება საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, თავი აარიდონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „იმედგაცრუებულია საქართველოს ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით, შეაჩერონ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე“ საუბარი. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, პოლონეთი საქართველოს საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის ერთგული რჩება.

„საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, თავი აარიდონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას”, - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა