ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებთ უცხოელ სუბიექტებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და უსაფუძვლო პროტესტის წახალისება, რაც ქართულ საზოგადოებაში ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს

საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, რომელიც თანმიმდევრულად მიუყვება ევროინტეგრაციის გზას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა უცხოელ სუბიექტებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და უსაფუძვლო პროტესტის წახალისება, რაც ქართულ საზოგადოებაში ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს.

„შემაშფოთებელია, რომ დღემდე არ მოგვისმენია არცერთი უცხოელი სუბიექტის მოწოდება პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვასთან დაკავშირებით. მეტიც, ზოგიერთი უცხოელი სუბიექტი ძალადობრივ მიტინგს მშვიდობიან აქციადაც კი მოიხსენიებს. ამით, ისინი არათუ არ გმობენ და ემიჯნებიან ძალადობას, არამედ, პირიქით, აქეზებენ მას. მეტიც, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, არ უპასუხონ ძალადობას, რითაც მათი განზრახვა, ხელი შეუწყონ „ნაცმაიდანს" და საქართველოს უკრაინიზაციას, სრულიად ცხადი ხდება. მოვუწოდებთ უცხოელ სუბიექტებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და უსაფუძვლო პროტესტის წახალისება, რაც ქართულ საზოგადოებაში ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს. დასასრულს, ყველას კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, რომელიც თანმიმდევრულად მიუყვება ევროინტეგრაციის გზას. მიუხედავად საქართველოს ომში ჩათრევის გამუდმებული მცდელობისა, ჩვენ ჩვენს ქვეყანას თავიდან ავარიდეთ უკრაინიზაცია და შევუნარჩუნეთ მშვიდობა. მიუხედავად გარედან დაფინანსებული რევოლუციის ორი მცდელობისა, ჩვენ ჩვენს ქვეყანას შევუნარჩუნეთ სტაბილურობა. მიუხედავად ხელოვნური დაბრკოლებებისა, ჩვენ, წელიწადნახევრიანი უკომპრომისო ბრძოლის ხარჯზე, მივიღეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კიდევ ერთხელ ვაძლევთ პირობას ქართულ საზოგადოებას, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მყარი ნდობა გამოგვიცხადა, რომ საქართველოში მშვიდობას და სტაბილურობას ვერავინ შეარყევს და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველო ჯიუტად განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით,"- განაცხადა პრემიერმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს