მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც პარტიებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც პარტიებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროტესტს მიეცეს ორგანიზებული სახე.

„[პრეზიდენტთან] იქნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც კოალიციური პარტიები და საზოგადოების წარმომადგენლებიც იქნებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროტესტსა და იმ მიზანს, რომელიც ყველამ ერთად დავისახეთ, ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება, მიეცეს ორგანიზებული სახე, უფრო კონსტრუქციული. ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან ურთიერთობის აგდებული კავშირები და გადაჭრილი ურთიერთობა ოპოზიციამ სასწრაფოდ აიღოს ხელში, გახსნას მოლაპარაკებები ქართველი ხალხის სახელით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ხვალინდელი შეხვედრაა მნიშვნელოვანი.

ჩვენ გვყავს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და გვყავს არალეგიტიმურად მითვისებული პარლამენტი. შესაბამისად, არალეგიტიმური მთავრობა და არალეგიტიმური პრეზიდენტობის წარდგენილი კანდიდატი, ეს არის რეალობა. ამიტომ ჩვენ, მთელი საზოგადოება, პრეზიდენტის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. ომი ამ ქვეყანაში ვის უნდა? - ომი უნდა ბიძინას, რომ მერე რუსული ჯარები შემოვიდნენ. ესენი ღირსებით ევროპაში კი არ მიდიოდნენ, უღირსად მიდიოდნენ და ქვეყანა მიჰყავდათ რუსეთში!“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე