პრეზიდენტი - სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს, როგორიც არის თავისი სპონტანურობით, თავისუფლებითა და თვითორგანიზებით - ყველა შევთანხმდით, რომ არ სჭირდება პარტიების და არც ჩემი ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა

სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს, როგორიც არის თავისი სპონტანურობით, თავისუფლებითა და თვითორგანიზებით - ყველა შევთანხმდით, რომ არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტიების და არც ჩემი ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რასაც აქციებზე ვხედავთ, ეს ცივილიზებულ ქვეყანაში სრულიად მიუღებელია.

„ჩვენ განვიხილეთ პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს და რომელიც სრულიად დამოუკიდებელ პროცესია პოლიტიკური პარტიებისგან და რაიმე ორგანიზაციისგან. თვითორგანიზებული და სპონტანურია, რაც ძალიან კარგად ჩანს იმაში, რომ პრაქტიკულად, დღეს არ არის ქალაქი საქართველოში, რომელიც არ არის ჩართული ამ პროტესტში. მოიცავს ყველა თაობას, პროფესიასა და სოციალურ სფეროს. ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს როგორიც არის თავისი სპონტანურობით, თავისუფლებითა და თვითორგანიზებით. ყველა შევთანხმდით, რომ არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტიების და არც ჩემი ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა. მხარდაჭერა რაშიც უნდა გამოიხატებოდეს, ეს პირველ რიგში არის საზოგადოების, არასამთავრობოების და იურისტების საქმე, რომლებიც ასევე წარმოდგენილი იყვნენ. მორალური ვალდებულებაა იმ ადამიანების პირდაპირი მნიშვნელობით სამართლებრივი დაცვა, რომლებიც დაკავებულები არიან. მათი არდავიწყება ასევე ჩემი ვალდებულებაა. ყველა უწყებას უნდა მივმართოთ, რომ ვინც დაშავდა ყველა უნდა იყოს დაცული. ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ძალადობის მიმართ და წინააღმდეგ მათი ხმაც ისმოდეს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ცივილიზებულ ქვეყანაში სრულიად მიუღებელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს