რატი იონათამიშვილი - პარლამენტის შენობის მიმდებარედ ვნახეთ სცენა, როგორ აქეზებდა ზრდასრული მამაკაცი არასრულწლოვან ბავშვს, ესროლა ქვები სამართალდამცველების მისამართით - სახეზეა ბავშვის ექსპლუატაციის შემთხვევა

პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჩვენ ვნახეთ სცენა, როგორ აქეზებდა ზრდასრული მამაკაცი არასრულწლოვან ბავშვს, ესროლა ქვები სამართალდამცველების მისამართით. უმძიმესი სანახავია, როგორ შეიძლება ბავშვი მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული ვანდალური აქტის ჩასადენად და ამგვარად, მისი იარაღად გამომყენებელი სრულწლოვანი პირი ცდილობდეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ასეთ შემთხვევებს საზოგადოების მხრიდან აუცილებლად უნდა მიეცეს შეფასება და კვალიფიკაცია, - წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

მისივე თქმით, სახეზეა „ბავშვის ექსპლუატაციის შემთხვევა“.

„პარლამენტის შენობის მომდებარედ, ჩვენ ვნახეთ სცენა, როგორ აქეზებდა ზრდასრული მამაკაცი არასრულწლოვან ბავშვს, ესროლა ქვები სამართალდამცველების მისამართით. უმძიმესი სანახავია, როგორ შეიძლება ბავშვი მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული ვანდალური აქტის ჩასადენად და ამგვარად, მისი იარაღად გამომყენებელი სრულწლოვანი პირი ცდილობდეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ასეთ შემთხვევებს საზოგადოების მხრიდან აუცილებლად უნდა მიეცეს შეფასება და კვალიფიკაცია.

სახეზეა ბავშვის ექსპლუატაციის შემთხვევა. მისი ეკიპირება და “აღჭურვა“ გვაფიქრებინებს, რომ წინასწარ მომზადებულ, ორგანიზებულ ქმედებასთან გვაქვს საქმე. არამცთუ უგულებელყოფილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი, არამედ ძალადობის ჩასადენად მის გამოყენებას შეიძლება ბავშვის განვითარებაზე უმძიმესი შედეგები მოჰყვეს.

აქციის მონაწილეებს მოვუწოდებ, დარჩნენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მეტად გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობები და ის შედეგები, რაც შესაძლებელია მათ მიერ ბავშვების ინსტრუმენტალიზებას მოჰყვეს“, - წერს რატი იონათამიშვილი “ფეისბუქზე“.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს