რატი იონათამიშვილი - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მენტალურად არ გასულა „ორი ტრუპის“ მიდგომებისგან, ეს არის მათი მენტალობის სახე და საზოგადოებამაც იცის, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ყველაფრის მკადრებელი კრიმინალების დაჯგუფება

„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, ცხადია, მენტალურად არ გასულა „ორი ტრუპის“ მიდგომებისგან, ეს არის მათი მენტალობის სახე და ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ყველაფერს იკადრებენ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, რადიკალების აქციის ერთ-ერთი მონაწილის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ „შეიძლება იყოს მსხვერპლი“.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამაც იცის, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ყველაფრის მკადრებელი კრიმინალების დაჯგუფება, რომლისთვისაც ძალადობა და სიძულვილი არის სამარკო ნიშანი, ამას მიმდინარე მოვლენებიც ადასტურებს. იონათამიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რადიკალებს გეგმების განხორციელების შანსი არ აქვთ, ვინაიდან საქართველო ძლიერი სახელმწიფოა.

„ჩვენმა საზოგადოებამაც იცის, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ყველაფრის მკადრებელი კრიმინალების დაჯგუფება, რომლისთვისაც ძალადობა და სიძულვილი არის სამარკო ნიშანი. ახლაც ამას უყურებს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ, როგორი მზაკვრული გეგმებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ, რა თქმა უნდა, ამის განხორციელების შანსი არ აქვთ, ვინაიდან დღეს ჩვენი ქვეყანა, საქართველო, არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ მავნებლებმა საფრთხე შეუქმნან მშვიდობას, განვითარებას და დემოკრატიას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს