ანა დოლიძის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამის შესახებ დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, იმ ვითარების ფონზე, როდესაც მთავრობამ ევროკავშირში მოლაპარაკებები შეაჩერა, პროცესიდან გამოვიდა და დახმარებაზე უარი თქვა, „სამარცხვინოა, რომ ვახტანგ მახარობლიშვილი ბელგიაში ზის“.

„კონფორმიზმი კი არა, მედროვეობა კი არა, რა საქციელია ეს?! თან მინდა გითხრათ, რომ მას ვიცნობ. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, არ მაინტერესებს, რომ ვიცნობ იმიტომ, რომ ის რასაც დღეს აკეთებს, რომ ემსახურება...

ახლა ელჩის სამსახური მინდა გითხრათ რა არის - ყოველდღე ზის და აგზავნის ანგარიშებს, დადის შეხვედრებზე იქ, ადგილზე და სახელმწიფოს სახელით ხსნის რა ხდება. წარმოგიდგენიათ რეებს ამბობს? ანუ ამბობს, რომ ეს ბავშვები ქუჩაში რომ დგანან და მომწყვდეულები რომ ჰყავთ „ომონს“, რომ სცემენ 200 კაცს, გაწუწულს, ნაწვალებს, ალბათ ამაზე იძახის ორმხრივი ძალადობააო. დარწმუნებული ვარ, აბა რას აკეთებს იქ, ჩვენი გადასახადებით ზის ბრიუსელში და გაყვანილი ჰყავს ოჯახი ბრიუსელში, თვითონ კარგად სარგებლობს იმ სიკეთეებით, რაც არის ევროპა. თვითონ კარგად სარგებლობენ სიკეთეებით - ეს მედროვე ეს. მან აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა”, - აცხადებს ანა დოლიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე