სალომე ზურაბიშვილი უკრაინიდან „ქართული ლეგიონის“ დაბრუნების და აქციებში მონაწილეობის გეგმაზე - სრული პროპაგანდა - ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ლეგიონის“ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი რუსულ დეზინფორმაციად აფასებენ და უარყოფენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩამოსვლას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას გეგმავენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი ოფიციალური უარყოფა ყალბი ინფორმაციის შესახებ, თითქოს უკრაინაში მყოფი ქართველი ჯარისკაცები ჩამოვიდოდნენ და საპროტესტო აქციებს შეუერთდებოდნენ. სრული პროპაგანდა. ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მანამდე, „ქართულმა ლეგიონმა“ გაავრცელა განცხადება, რომ რუსულმა პროპაგანდამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ცრუ განცხადებების გავრცელება იმის შესახებ, რომ ქართული ლეგიონი გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას.

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სამართლიან აღშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ჩვენი ბრძოლა რჩება აქ, უკრაინაში, სადაც ჩვენი საერთო მტერია. „ქართული ლეგიონი“ 2014 წლიდან მტკიცედ დგას უკრაინის მიმართ ერთგულებაში და გააგრძელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დგომას. ჩვენი თავდადება უკრაინის გამარჯვებისთვის ურყევია და ჩვენ ვიქნებით ფრონტზე, სანამ ეს მიზანი არ მიიღწევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში