ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მოისმინოს, განმუხტოს სიტუაცია და შეცვალოს მავნე ტრაექტორია - ვგმობ სასტიკ და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და საზღვარგარეთ ტერიტორიების საკითხებში, სტივენ დოუტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან დაშორებული ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას დააზარალებს და ძირეულად დააზიანებს ურთიერთობებს საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან.

„საქართველოში ხალხი ცხადყოფს, რომ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის შემდგომი სვლა ევროპული მომავლისკენ, რაც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციას. ვგმობ სასტიკ და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ, რომელიც ბოლო დღეებში გრძელდება. როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღნიშნა, ეს არის შეკრების თავისუფლების უფლების სერიოზული დარღვევა“, - აცხადებს სტივენ დოუტი.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, განმუხტოს არსებული სიტუაცია და შეცვალოს მავნე ტრაექტორია ევროპული ღირებულებებისგან.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოისმინოს, განმუხტოს ეს სიტუაცია და შეცვალოს ევროპული ღირებულებებისგან დაშორებული მავნე ტრაექტორია. დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან დაშორებული ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას დააზარალებს და ძირეულად დააზიანებს ურთიერთობებს საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს