მამუკა ხაზარაძე დღეს რუსთავში მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსთავში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო” ავრცელებს.

მათივე ცნობით, მამუკა ხაზარაძე გეგმავს ქვეყნის მასშტაბით სხვა რეგიონებშიც ჩავიდეს და ახალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე პროტესტს შეუერთდეს.

"ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ამოცანაა, რომ ვიაროთ ყველგან, ქალაქებში, სოფლებში, ცენტრებში, ყველგან, სადაც პროტესტია, გავამხნეოთ ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსულ ხელისუფლებას, რომელმაც გადაკეტა ევროკავშირისკენ გზა.

მარტო რუსთაველის გამზირზე არ წყდება საქართველოს ბედი, საქართველოს ბედი წყდება თითოეულ ოჯახში, თითოეულ ქუჩაზე და ყველგან, სადაც ასეთი არაჩვეულებრივი ხალხი დგას ქუჩაში და იბრძვის თავისუფლებისთვის. ასე დგას საკითხი - ან რუსეთი და ჭაობი, ან ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დაცული, უსაფრთხო, მომავალი ევროპაში", - განაცხადა ხაზარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა