თინა ხიდაშელი - დებატებზე არავის წარმოვადგენ, წარმოვადგენ საკუთარ თავს - მე ვარ პროტესტში ადამიანებთან, რომლებიც ახლა თავს ხელისუფლებას უწოდებენ და სახლობანას თამაშობენ

მე არ მივდივარ კობახიძისთვის არაფრის დასამტკიცებლად, ამის ამოცანა არ მაქვს, ჩემი ამოცანა ძალიან მარტივია, რომ ერთის მხრივ, მას პირადად, სახეში ვუთხრათ ის ყველაფერი, რაც ითქმის დღეს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიერ და მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება, რომ მოისმინოს ფაქტები ტყუილების შესახებ , - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

ხიდაშელის თქმით, მისი სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელია.

„მე ხვალინდელ დებატებზე არავის წარმოვადგენ, მე წარმოვადგენ საკუთარ თავს. მე არ ვიცი, რა ფორმატის ეთერი იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ამ დრომდე არავინ დამკავშირებია. ეს იქნება დებატები ოთხ ყოფილ მაღალჩინოსანს შორის - ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე და ყოფილი თავდაცვის მინისტრი. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ვარ პროტესტში, მაქვს განსხვავებული პოზიცია და ვარ იმ ხელისუფლებას დაპირისპირებული, რომელიც გვყავდა 27 ოქტომბრამდე და იმ ადამიანებთან, რომლებიც ახლა საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებენ და სახლობანას თამაშობენ.

ამ წუთის მდგომარეობით, მე მაქვს განცდა, რომ ჩვენ მათ პირველი ტური უკვე მოვუგეთ და ამ მოცემულობით მივდივართ ხვალ, თუ, რა თქმა უნდა, ოფიციალურად დაგვიძახებენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციის ორად ორი წყარო არსებობს - ქართველი ხალხი, რომლისგანაც არ აქვთ ლეგიტიმაცია და საერთაშორისო აღიარებები და არც საერთაშორისო აღიარებები აქვთ. მათთან დებატები მათ ლეგიტიმაციას არ ნიშნავს, დებატი არის ადამიანების მხილების შესაძლებლობა იმ მაყურებლის წინაშე, რომელსაც, სამწუხაროდ, ხშირად არ აქვს შესაძლებლობა, რომ მოისმინონ განსხვავებული აზრი.

თავისთავად, ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ორი დღეა განცხადებებს ავრცელებს, რომ თურმე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოველ დღე ერთს საათს საზოგადოებას დავუთმობთო, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრის მთქმელია იმ აუდიტორიისთვის, რომელიც ამ ტელევიზიის მაყურებელია.

მე არ მივდივარ კობახიძისთვის არაფრის დასამტკიცებლად, ამის ამოცანა არ მაქვს, ჩემი ამოცანა ძალიან მარტივია, რომ ერთის მხრივ, მას პირადად სახეში ვუთხრათ ის ყველაფერი, რაც ითქმის დღეს განსხვავებულად მოაზროვნე, განსხვავებულ აზრზე და განწყობებზე მყოფი ადამიანების მიერ და მეორეს მხრივ, კიდევ ერთხელ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება, რომ მოისმინოს ფაქტები ტყუილების შესახებ, რომელსაც ეს ადამიანები ეუბნებიან ამ მაყურებელს. ჩემი ადრესატი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საზოგადოებრივ მაუწყებელს სთავაზობს, 4 დეკემბერს, საჯარო დისკუსიის გასამართად ეთერი დაუთმოს. კობახიძე დისკუსიაში იწვევს ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. მისი თქმით, დისკუსიაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს ყოფილმა მინისტრებმა - მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჯანელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის "მისაღებია საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღნიშნული დისკუსიის გამართვა". მოგვიანებით, საქართველოს პირველმა არხმა განაცხადა, რომ მზად არის, ორგანიზება გაუწიოს ამგვარ დისკუსიას და მის მონაწილეებს იწვევს 4 დეკემბერს, 22:00 საათზე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია