ირაკლი კობახიძე - ლარის კურსიც დასტაბილურდება და ეკონომიკაც - წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვექნება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლარის კურსიც დასტაბილურდება და ეკონომიკაც. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წელს საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.

რაც შეეხება ლარის კურსს, ირაკლი კობახიძის თქმით, „რამდენიმედღიან ძალადობას შეუძლია მცირე რყევები გამოიწვიოს, მაგრამ ეს აბსოლუტურად დროებითია“.

„ოქტომბრის თვე დასრულდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდით. შესაბამისად, 10 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10%. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს წელს, ეს არის შარშანდელზე მაღალი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ასეთ რამდენიმედღიან ძალადობას შეუძლია მცირე რყევები გამოიწვიოს, მაგრამ ეს აბსოლუტურად დროებითია. ლარი დასტაბილურდება, როგორც ეს წინა რყევების შემთხვევაში მოხდა. რამდენიმე დღით შეიცვალა ლარის კურსი, თუმცა, შემდეგ პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა. აქაც იგივე იქნება, ლარის კურსიც დასტაბილურდება და ეკონომიკაც. ჩვენ წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვექნება. შარშანდელი მაჩვენებელი იყო 7.8 %, წელს გვექნება ეკონომიკური ზრდის ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი, თან ეს ხდება რადიკალიზმის ფონზე, მათ შორის საარჩევნო პერიოდში არ იყო მაინც და მაინც მშვიდი გარემო, ამ ფონზე ჩვენ მოვახერხეთ და 10%-ით გავზარდეთ პირველ 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა რადიკალიზმი, 4 რევოლუციის მოწყობის მცდელობა 4 წელიწადში. ტემპი კიდევ უფრო მეტი გვექნებოდა, მაგრამ ეს არის ის, რისი წახალისებაც სამწუხაროდ, უცხოური დაფინანსებით ხდება. ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი“. დღეს სახელმწიფო არის უფრო ძლიერი, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში რადიკალიზმიც შემცირდება და ეს ასევე დაეტყობა ეკონომიკური ზრდის ტემპის მეტად გაუმჯობესებას“,-განაცხადა კობახიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს