ნიკა მელია - საერთო სახალხო მოძრაობა თავისუფლებისთვის უფრო მეტ ძალას იღებს - ახალი გადაწყვეტილებების მიღება მართებს პოლიტიკურ ჯგუფებს

ახალი გადაწყვეტილებების მიღება მართებს პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა შორის კორდინციაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან ბარიერგადალახული ოპოზიციური წარმომადგენლების შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეხვედრა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს.

„სახალხო საერთო მოძრაობა თავისუფლებისთვის უფრო მეტ ძალას იღებს. პრინციპში, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი და განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, ახალი გადაწყვეტილებების მიღება მართებს პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა შორის კორდინციაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მიუხედავად იმ საერთო სახალხო მოძრაობისა. ახლა ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ძალიან მოკლე შეხვედრა გამოიღებს კონკრეტულ შედეგს. მთავარია, ხალხმა იცის, რომ ჩვენ - განსხვავებული ჯგუფები ვთანამშრომლობთ ხალხთან ერთად, ხალხი ჩვენთან ერთად, მიზნის მიღწევისთვის და ეს მიზანი ყოველთვის ცნობილია: ივანიშვილის რეჟიმის ცვლილება დემოკრატიული ძალების მიერ. ახლა ის ნაბიჯი, რომელიც ამ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას მოემსახურება, იქნება მიღებული და შემდეგ ამ გადაწყვეტილებებს გავაცნობთ საზოგადოებას. აქ არაფერი ახალი, ექსტრაორდინარული არ ხდება. რუსთაველის გამზირზე ვართ, სულ 15-20 წუთით შემოვედით იქ, სადაც ვარ და მოგვიანებით გაცნობებთ ყველაფერს“, - განაცხადა მელიამ.

ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს. „ძლიერი საქართველოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ოპოზიციის გეგმა და მოწოდება.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს