პეტრე ცისკარიშვილი - ასეთ უკანონო, უსამართლობაში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება

რამდენიმე ტომარა შეიტანეს და რა ნივთებია იმ ტომრებში, ესეც არ ვიცით, შემდეგ ჩვენს საოფისე ნივთებთან ერთად გარეთ გამოიტანეს და დატვირთეს თავიანთ მოყვანილ სატვირთო მანქანაში. ასეთ უკანონო, უსამართლო ცხოვრებაში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მიმდინარე „პროცესების მინელებას“ ვერ შეძლებენ.

„ამათი უკანონო ქმედებების საბაბი ის არის, რომ ხალხის წინააღმდეგობა არ ტყდება, პროტესტი არ ჩერდება, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის ქუჩაში. ვერ მოიფიქრეს ახლა როგორ გაანელონ, როგორ მოახერხონ ის, რომ რაღაცნაირად მინელდეს ეს პროცესი და რაც მოიფიქრეს, ხედავთ, ყველანაირი დარღვევით, არანაირი სასამართლოს განჩინება მათ არ ჰქონდათ, ასე ბანდიტურად მოიჭრნენ ჩვენს ოფისში და იმას აკეთებენ, რასაც თქვენ ხედავთ პირდაპირ ეთერში“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა