ლევან სანიკიძე - არ დავუთმობთ ამ ქვეყანას, ვერ მოესწრება ივანიშვილი - ვერ შეგვაშინებს

არ დავუთმობთ ამ ქვეყანას, ვერ მოესწრება ივანიშვილი - ვერ შეგვაშინებს, - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ, რითაც პარტიის ოფისში ჩატარებულ ჩხრეკასა და დაკავებებს ეხმაურება.

ლევან სანიკიძის განცხადებით, რაც დღეს რუსთაველის გამზირზე ხდება, სხვა „არაფერია თუ არა რუსეთი“.

“ჩვენ ვართ ერთი ოჯახი და ნეტავ, “ქართულ ოცნებაში” თუ იციან, რა არის ოჯახი, მეგობრის პატივისცემა, რა არის სამშობლოსთვის ბრძოლა? - ჩვენ ვიცით! ამ ხუთ დაკავებულ ადამიანს ხელი არ დაედოს. არავინ დავუთმობთ ამ ადამიანებს”, - განაცხადა სანიკიძემ.

სანიკიძემ ისაუბრა დღეს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში ჩხრეკაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში უკვე ფორმალურადაც აღარ იცავენ კანონს.

„ფორმალურადაც არ დაიცვეს ამ ქვეყნის არცერთი კანონი და რა გგონიათ თქვენ, რომ მართლა მოლოტოვის კოქტეილს ვინახავთ პოლიციის გვერდით? ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო ივანიშვილმა, რომელსაც აქვს კონკრეტული დავალება. პოლიციელები რომ იდგნენ გარეთ და მოქალაქე რომ ეკითხებოდა, არის თუ არა გიორგი ანწუხელიძე გმირი, პასუხი არ ჰქონდათ და პოლიციელები არიან ისინი? პოლიციელების შვილებო, ოჯახში რომ დაბრუნდებიან, კარი არ გაუღოთ. ხანდახან უარი უნდა თქვათ ზოგჯერ მამაზე, ზოგჯერ დედაზე. არ დავუთმობთ ამ ქვეყანას, ვერ მოესწრება ივანიშვილი ამას და რა გგონია რომ შეგვეშინდება? ვერ შეგვაშინებს. ყველა კობახიძის მსგავსი ლაჩარი არ არის. სად არის გომელაური? პასუხი არ გექნებათ არაფერზე და მალე გადაითელებით ამ ქვეყნის გარუსებისთვის, სახელმწიფო გადატრიალებისთვის და იმ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის, რომელშიც ჩვენ ვართ. ხომ კანონიერად გვექცევით? ჰო, და ყველას იმავეს გისურვებთ როგორც ჩვენ ვართ ახლა, რა მდგომარეობაშიც არიან ხუთი ბიჭის დედ-მამა და მეგობრები. რაც დღეს ხდება ქვეყანაში, რუსთაველზე, მეტროებში, რუსეთი მეტი კი არაფერი არ არის? ჩვენი ქვეყნის დროშა წაიღეს, როგორც ნივთმტკიცება, აქ არის ის დროშა და ამის გამო შეეწირა გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც გმირსაც ვერ უწოდებენ ის ე.წ. სამართალდამცველები და ქრისტიანები ხართ თქვენ?”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე