გიორგი ვაშაძე - გუშინდელი მშვიდობიანი აქცია ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულ შიდა კრიზისს განიცდის - მათმა შიდა დაპირისპირებებმა და მოძალადეების იდენტიფიცირებამ შეასუსტა ძალადობა

გუშინდელი მშვიდობიანი აქცია ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება” სერიოზულ შიდა კრიზისს განიცდის - მათმა შიდა დაპირისპირებებმა, პოლიტიკური ხელმძღვანელობის დეზორგანიზაციამ და მოძალადეების იდენტიფიცირებამ შეასუსტა ძალადობა,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თვითგამოცხადებული ხელისუფლების ჩამოშლის პროცესი დაწყებულია.

„გუშინდელი აქცია იყო სრულიად მშვიდობიანი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აქციის მონაწილეები დგანან მტკიცედ და მოქმედებენ კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში.

თვითგამოცხადებული ხელისუფლების ჩამოშლის პროცესი დაწყებულია რაც გვიჩვენებს, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში რესურსი აღარ დარჩათ.

ახლა ერთადერთი, რაც მათ აიმედებთ არის ის, რომ ქუჩაში არ გამოვიდეს ბევრი ადამიანი, დავიღალოთ და სახლში დავრჩეთ, რაც დაუშვებელია.

გამარჯვება ძალიან ახლოსაა, ბრძოლა ბოლომდე!”- განაცხადა ვაშაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა