კახა კალაძე - არავის უხარია საპროტესტო აქციების დაშლა - ეს იყო აუცილებელი ღონისძიება სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად

არავის უხარია საპროტესტო აქციების დაშლა, ეს იყო აუცილებელი ღონისძიება იმ სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება თითოეული ჩვენგანისთვის დამდგარიყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძალადობის აღკვეთა და კანონის აღსრულება სახელმწიფოს ვალდებულებაა.

„სახელმწიფოს ამოცანა დღეს საკუთარი მოქალაქეების დაცვა, ქვეყანაში წესრიგის უზრუნველყოფა, არეულობის აღკვეთაა. არავის უხარია საპროტესტო აქციების დაშლა, ეს იყო აუცილებელი ღონისძიება იმ სავალალო და მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება დამდგარიყო ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. კანონის უზენაესობა - ეს არის ის მთავარი ქვაკუთხედი, რაზეც დგას ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო, მათ შორის საქართველო და სწორედ ამიტომ არის დღეს ჩვენი სახელმწიფო ძლიერი თავისი ინსტიტუტებით. ძალადობის აღკვეთა და კანონის აღსრულება, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს უსაფრთხოების დაცვისა და მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის, მოთმინებისთვის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლის გაძლებისთვის. აქვე, მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფო უწყების, მათ შორის თბილისის მერიის თანამშრომლებს, მათზე განხორციელებული წარმოუდგენელი ზეწოლისა და ბულინგის მიუხედავად, დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.

მადლობა თქვენ, ჩვენს მხარდამჭერებს, მილიონ 120 ათას ადამიანს, რომლებმაც გვანდეთ ამ ქვეყნის ბედი, გვანდეთ თქვენი ოჯახების მომავალი. გპირდებით, ამ ნდობას თვალისჩინივით გავუფრთხილდებით. პირობას გაძლევთ რომ ქვეყანაში აუცილებლად გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ღირსებით ვივლით ევროინტეგრაციის გზაზე. ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ და შევეგუოთ ერთ რამეს - საქართველო უპირველეს ყოვლისა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა