ნიკა მელია - ზარი, რომელიც  პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან განხორციელდა გულისხმობდა რეჟიმისთვის შესაბამისი ადგილის მიჩენას - პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია

ზარი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან არ გულისხმობდა რეჟიმის მხარდაჭერას - ეს გულისხმობდა რეჟიმისთვის შესაბამისი ადგილის მიჩენას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი და ეს ყველაფერი კარგად ესმით პარიზში,ლონდონში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა თუ სტრასბურგში.

„მე დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და ეს ყველაფერი ესმით როგორც პარიზში, ასევე ლონდონში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა თუ სტრასბურგში. ახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი. დღეს ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი. წარმოიდგინეთ ხვალ ასობით ათას თბილისელს და არა მხოლოდ თბილისელს, პოლიციის გამოძახება რომ დასჭირდეს, უბრალოდ არ გამოიძახებს, რადგან ნდობა არის ნული,“ - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.

ამასთან, ოფიციალური ცნობით, დიალოგი უნდა იყოს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად. მათივე ინფორმაციით, მაკრონმა ივანიშვილს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს