GCCA-ის მიერ მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად, www.mihouse.ge-ს უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ჰუალინგი-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. საკითხი ეხება - მოვაჭრის მხრიდან გამოცხადებულ 90%-მდე ფასდაკლებას, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით - 1 კვირის პერიოდში.

ინფორმაცია გავრცელდა როგორც „მიჰაუსის“ Facebook გვერდზე, ასევე სატელევიზიო ეთერის საშუალებით.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოში დაფიქსირებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული ფასდაკლების პერიოდში, კომპანიის ოპერატორთან ფასის და პროდუქციის საწყობში არსებობის დაზუსტების შემდგომ, მომხმარებელმა ვებ-გვერდის www.mihouse.ge საშუალებით, შეიძინა 4 ცალი გათბობის ქვაბი. თუმცა, ვებ-გვერდის ტექნიკური ხარვეზის, კერძოდ, პროდუქციაზე არასწორი ფასების მითითების არგუმენტით, კომპანიამ უარი განაცხადა შეკვეთის მიწოდებაზე. მოვაჭრე ხაზს უსვამს, რომ საიტზე მითითებული არასწორი ფასი არ უნდა ყოფილიყო აღქმული როგორც რეალური და შესაბამისად, ასეთი ხელშეკრულება დადებულად ვერ ჩაითვლებოდა.

„კანონმდებლობის შესაბამისად, უსამართლოდ მიიჩნევა და აკრძალულია საქონლის ან მომსახურების სპეციალურ ფასად შეძენის შეთავაზება და შემდეგ მომხმარებლისთვის რეკლამირებული საქონლის ჩვენებაზე, შეკვეთის მიღებაზე ან მის გონივრულ ვადაში მიწოდებაზე უარის თქმა. ასეთ შემთხვევაში, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მოთხოვნა დაუკმაყოფილოს. GCCA-ის პოზიციით, მოვაჭრის ზემოაღნიშნული ქმედება მოვაჭრის განზრახვის მიუხედავად, არსებითად უსამართლოდ განიხილება, რადგან მისი შეცდომაში შემყვანი ხასიათი მომხმარებელთა ნდობასა და ბაზრის მთლიანობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, საქმის შესწავლის შედეგად დადასტურდა - მოვაჭრის მხრიდან კანონით გათვალისწინებული უსამართლო კომერციული საქმიანობა და მოვაჭრეს 1 თვის ვადაში დაევალა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა