ირაკლი ღარიბაშვილი - ვნახეთ, როგორ უშენდნენ ცეცხლს პარლამენტის შენობას - მე მახსენდება ბავშვობის წლები, საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს და ავტომატით ესროდნენ, დღეს იგივეა ფაქტობრივად

ვნახეთ, როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას - მე მახსენდება ბავშვობის წლები, საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს და ავტომატით ესროდნენ, დღეს იგივეა ფაქტობრივად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-თან განაცხადა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „მათ ძალიან მაგრად მართეს ეს პროცესები“.

ღარიბაშვილის განცხადებით, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აარიდა თავიდან ჩვენს ქვეყანას გადატრიალება და რევოლუცია.

„ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა. ნახეთ, თავს როგორ ესხმოდნენ ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციელებს, ჩვენს სპეცრაზმელებს, პატრულის, კრიმპოლის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს. როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას. მე მახსენდება ბავშვობის წლები, საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს და ავტომატით ესროდნენ. დღეს იგივეა ფაქტობრივად. ჩემთვის იგივე ასოციაციები გამოიწვია ნანახმა მძიმე სცენებმა. არავის მოეწონა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ.

ეს არის ყოვლად მიუღებელი. პოლიციელზე თავდასხმა არის იგივე სახელმწიფოზე თავდასხმა. მე მინდა პირველ რიგში გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა როგორც რიგითმა მოქალაქემ და როგორც პარტიის თავმჯდომარემ ბატონ ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს. მათ ძალიან, მაგრად მართეს ეს პროცესები. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ სწორედ პოლიციამ, ისევე როგორც უსაფრთხოების სამსახურმა თავიდან აარიდა ჩვენს ქვეყანას გადატრიალება და რევოლუცია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათი მთავარი მიზანი იყო ის, რაც მთელი 12 წლის განმავლობაში მათ თავში აქვთ - ეს არის გადატრიალების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება. აი, ამ მოძალადე ფაშისტური ძალების.

საზოგადოებამ ასევე იხილა ძალიან მკრეხელური, პირდაპირ უნდა ითქვას, სატანისტური რიტუალები, ამ ანარქისტების მიერ ჩატარებული რიტუალები, კუბოს დაწვა და ა.შ. და მე ასევე მინდა ვთქვა, რომ იმ ადამიანების იქ დგომა, რომლებიც შესაძლოა გულწრფელად აპროტესტებენ და თანამონაწილეობა ავტომატურად იწვევს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გაივლის. ყველა ასე ვთქვათ, კითხვას გაეცემა პასუხი. ჩვენს ქვეყანას დღეს სცდება მშვიდობა. ჩვენს ხალხს სჭირდება დამშვიდება, გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე