შალვა პაპუაშვილი - კეზერაშვილი ჯარისთვის მოპარული ფულით ბრილიანტებს ყიდულობდა - მისი მორალის ხალხი უკრავდა გუშინ ტაშს უცხოელებს, რომლებიც ქართველი ხალხისთვის „ჭკუის სასწავლებლად“ იყვნენ ჩამოსული

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე „მილიონები მოპარა ქართულ ჯარს და სავარაუდოდ, სწორედ ამ მილიონებით, აგვისტოს ომის ბოლოსკენ ბრილიანტებს და ძვირფასეულობას ყიდულობდა“.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დავით კეზერაშვილის „მორალის ხალხი იყო გუშინ, ვინც ტაშს უკრავდა უცხოელებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ქართველი ხალხისთვის „ჭკუის სასწავლებლად“ იყვნენ ჩამოსული“.

„დავით კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ევროკავშირში თავშესაფარი აქვს, ის თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიტანელი თუ ევროკავშირის წარმომადგენელი დიპლომატების განცხადება საქართველოში დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის საკითხებზე. მანამ, სანამ ეს ადამიანები ისაუბრებენ საქართველოში დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოზე, პირველი, რაც მათ კომპეტენციის ფარგლებშია და რა კითხვაზეც პასუხი უნდა გასცენ - რატომ იფარავენ საერთაშორისო კრიმინალს საკუთარ ტერიტორიაზე? ადამიანს, რომელსაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე მილიონები მოპარა ქართულ ჯარს და როგორც ჩანს ზუსტად ამ მილიონებით, აგვისტოს ომის ბოლოსკენ ბრილიანტებს და ძვირფასეულობას ყიდულობდა. 12 აგვისტოს აქვს ეს ბრილიანტები ნაყიდი მაშინ, როდესაც ქართველი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიტოვებული ჰყავდათ. მაშინ, როდესაც ქართული ეკლესია იყო დაკავებული იმით, რომ გამოეყვანა დაღუპული ჯარისკაცები ბრძოლის ველიდან, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი ჯარისთვის მოპარული ფულით ბრილიანტებს ყიდულობდა. დღეს კეზერაშვილის ტელევიზია, მისი დაფინანსებული პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“, გვარამიას პარტია, მისი დაფინანსებული არასამთავრობოები, „სირცხვილია“, რომელსაც პარალელურად, ევროკავშირიც აფინანსებს და კეზერაშვილიც აფინანსებდა, ეს ხალხი დღეს გველაპარაკება საქართველოზე და მის ევროპულ მომავალზე. ხალხი, რომელმაც ქართული ჯარის ფულით ქონება დააგროვა. მაშინ, როდესაც უნდა ეზრუნათ იმაზე, რომ დაღუპული ჯარისკაცები გამოეყვანათ ბრძოლის ველიდან, ბრილიანტებს ყიდულობდნენ. კეზერაშვილის მორალის ხალხია დღეს ოპოზიციაში, ყველა პარტიაში, მათ ტელევიზიაში და მათ NGO-ბში. ამ მორალის ხალხი იყო გუშინ, ვინც ტაშს უკრავდა უცხოელებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ქართველი ხალხისთვის „ჭკუის სასწავლებლად“ იყვნენ ჩამოსული. მნიშვნელობა არ აქვს მათ თანამდებობას და სტატუსს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში