მამუკა მდინარაძე - გორბაჩოვის თანამოაზრეები თავის დროზე, „პერესტროიკის“ თანამონაწილეები და მართლა, რამ გაამწარათ პოსტსაბჭოთა ამ ქვეყნების წარმომადგენლები, რომ განსაკუთრებულად უტევენ ამ ქვეყანას?!

გორბაჩოვის თანამოაზრეები თავის დროზე, „პერესტროიკის“ თანამონაწილეები და მართლა, რამ გაამწარათ პოსტსაბჭოთა ამ ქვეყნების წარმომადგენლები, რომ განსაკუთრებულად უტევენ ამ ქვეყანას?! იქნებ, თქვან, რა დაილექა მათ ქვეცნობიერში, მე ხალხზე არ ვლაპარაკობ, კონკრეტულ პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებთან ევროპარლამენტარების მისვლაზე.

მისი თქმით, ეს ადამიანები თბილისში „თავიანთი ჩამოსვლებით მუხტს ვერ აწევენ“.

„კიდევ ერთი მაშველი რგოლი, ქალბატონი რასა და სხვა ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოირჩევიან სააკაშვილის და ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედების მხარდაჭერით, მათ აქებენ და იმათ, ვინც დემოკრატია შექმნა ამ ქვეყანაში და ადამიანის უფლებებს იცავს, მათ ლანძღავენ. ეს არის მათი რეალური სახე. დღეს, შალვა პაპუაშვილმა თქვა, „საბჭოთა გადმონაშთები“ - არ არის გადაჭარბებული, მსგავსი მინიშნება ჰქონდა შალვასაც და აბსოლუტურად ვეთანხმები, გორბაჩოვის თანამოაზრეები თავის დროზე, „პერესტროიკის“ თანამონაწილეები და მართლა, რამ გაამწარათ პოსტსაბჭოთა ამ ქვეყნების წარმომადგენლები, რომ განსაკუთრებულად უტევენ ამ ქვეყანას?! იქნებ, თქვან, რა დაილექა მათ ქვეცნობიერში, მე ხალხზე არ ვლაპარაკობ, კონკრეტულ პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ. გაგვიმხილონ, ასეთი, რა დაილექა მათში, რომ ასე არიან გამწარებულები და უტევენ ამ ქვეყანას და არჩეულ ხელისუფლებას. ეს კითხვა არსებობს, თორემ მათ რომ ვერაფერი უშველის ახლა და მათ ხელდასმულებს ამ ქვეყანაში, მათ შორის ვერც მუხტს აწევენ თავიანთი ჩამოსვლებით. გულწრფელად გეუბნებით, რომ ბევრი მოგვისმენია, პირიქით, ეს როგორ აღიზიანებს ხალხს, რომ ჩვენ, ჩვენ ქვეყანას მივხედავთ და თუ პრეტენზიები გვექნება ჩვენ ქვეყანაში ვინმესთან, ეს იქნება ხელისუფლება, თუ ოპოზიციის წარმომადგენელი ქართველები ამას გავარჩევთ არჩევნებით. ვიღაცების გარედან თითის ქნევებს საქართველო და ქართველი ხალხის არასდროს დაექვემდებარება“-განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ „რეალური პროტესტი რადგან არ არის, იქ, ვერც ეს პროტესტი გავა ბოლოში“.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს