კახა კალაძე - გვინდა, ურთიერთობები გადაიტვირთოს, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გახდეს ნამდვილი მეგობრული და პარტნიორული, რაც ორმხრივი და არა  ცალმხრივი იქნება

[აშშ-ში] როგორც კი ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, ამის შემდეგ საქართველოსთან მიმართებით ევროპის და ამერიკის მხრიდან პოლიტიკური მოცემულობა და მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებული იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დასავლეთთან ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია ის დამოკიდებულება და ურთიერთობები, რაც დღეს არის აშშ-სთან.

როგორც კალაძემ განმარტა, ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გახდეს ნამდვილი მეგობრული და პარტნიორული.

„დასავლეთთან და აშშ-სთან ურთიერთობებს რაც შეეხება, როგორც კი ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, თუ არ ვცდები 20 იანვარს არის ინაუგურაცია, ამის შემდეგ პოლიტიკური მოცემულობა და მდგომარეობა საქართველოსთან მიმართებითაც რადიკალურად განსხვავებული იქნება ევროპის და ამერიკის მხრიდან.

ჩვენთვის ის არის მთავარი, რომ მიუღებელია ის დამოკიდებულება და ურთიერთობები, რაც დღეს არის, მაგალითად აშშ-სთან. ჩვენ გვინდა, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გახდეს ნამდვილი მეგობრული და პარტნიორული, რაც იქნება ორმხრივი და არა ცალმხრივი და მხოლოდ ერთ მხარეზე დაფუძნებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა