ალექსეი გარანი - უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ევროპელების, როგორც მშვიდობისმყოფელების  დადგომა, ოპტიმალური ვარიანტია, მაგრამ იქ, სადაც ახლა რუსები დგანან, კონფლიქტის „გაყინვა“ იქნებოდა

ტრამპის ინაუგურაციამდე უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე რუსეთის გააქტიურების მიზეზებზე, სავარაუდოდ, როგორ რეაგირებს უკრაინის ხელისუფლება და საზოგადოება დასავლეთში გახშირებულ მსჯელობებზე ომის დასრულების პირობებზე, რომლის მიხედვითაც უკრაინამ მშვიდობის სანაცვლოდ რუსეთის სასარგებლოდ უნდა დათმოს ტერიტორიები, “ინტერპრესნიუსი“ კიევო-მოგილევის აკადემიის პროფესორს, ფონდ „დემოკრატიული ინიციატივების“ სამეცნიერო დირექტორს, ალექსეი გარანს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე და განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ამერიკამ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია, რუსეთი უკრაინის ფრონტებზე აქტიურად აწარმოებს შეტევით ოპერაციებს.

რუსეთი პერიოდულად ბომბავს დონბასის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის ოლქებს, ქალაქებს ოდესასა და ნიკოლაევს. გამუდმებით იბომბება რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე სუმის ოლქი და ქალაქი სუმი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე, ანუ 2025 წლის 20 იანვრამდე რუსეთს სურს რაც შეიძლება მეტი უკრაინული ტერიტორია დაიკავოს.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზზე ხდება?

- რუსეთი აგრძელებს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო შეტევებს, უტევს აუჩქარებლად, მაგრამ ხშირად და უკრაინა-რუსეთის ფრონტის თითქმის ყველა მიმართულებით. ცხადია, რომ რუსეთის მიზანია, რაც შეიძლება მეტი უკრაინული ტერიტორია მიიტაცოს და მისთვის უკეთესი პირობებით დაიწყოს მოლაპარაკებები აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპთან უკრაინის თემაზე.

ცხადია, რომ რუსეთის მიზანია, რაც შეიძლება მეტი უკრაინული ტერიტორია მიიტაცოს და მისთვის უკეთესი პირობებით დაიწყოს მოლაპარაკებები აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპთან უკრაინის თემაზე

ამ შეტევების განხორციელებისას რუსეთს აქვს საკმაოდ დიდი მსხვერპლი. მსხვერპლი უკრაინულ მხარესაც აქვს, მაგრამ გაცილებით ნაკლები. ცხადად ჩანს ისიც, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას უკრაინის ფრონტებზე ადამიანური დიდი დანაკარგები დიდად არ ადარდებს.

- ბოლო ხანებში, ევროპულ პრესაში, მათ შორის გერმანულ პრესაში ხშირად ჩნდება სტატიები უკრაინაზე, უფრო სწორად იმაზე, რომ უკრაინა-რუსეთის ომში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია უკრაინის მხრიდან რუსეთის სასარგებლოდ ტერიტორიულ დათმობების შემთხვევაში.

უკრაინა-რუსეთის ომში მშვიდობის მიღწევის ამგვარი სცენარის მიმართ როგორია უკრაინული პოლიტელიტისა და საზოგადოების დამოკიდებულება?

- დიახ, მშვიდობის მიღწევის ამგვარ მიდგომებზე ევროპის გარკვეულ წრეებში საუბრობენ. სამწუხაროდ, ამ თემაზე, ანუ ომის გაყინვის ასეთ ვარიანტზე არა მხოლოდ გარკვეული წრეები, არამედ გადაწყვეტილების მიმღები პირები სერიოზულად მსჯელობენ.

ახლა უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ბევრი ვარიანტები განიხილება და ევროპაშიც და ამერიკაშიც. ყველა ის განცხადებები, რომლებიც საჯარო სივრცეში ხვდება, ემსახურება იმისათვის ნიადაგის მოსინჯვას, საბოლოოდ რომელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

მაგრამ, საქმე იმაშია, რომ უკრაინა არასოდეს არ აღიარებს იმას, რომ უკრაინის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი რუსეთის ტერიტორიაა. ასეთი რამ არ მოხდება. მეტსაც გეტყვით, არც დასავლეთი არასოდეს არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას.

უკრაინა არასოდეს არ აღიარებს იმას, რომ უკრაინის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი რუსეთის ტერიტორიაა. ასეთი რამ არ მოხდება. მეტსაც გეტყვით, არც დასავლეთი არასოდეს არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას

მაგრამ, დასავლეთში არ გამორიცხავენ იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დე-ფაქტუმ გაგრძელდეს რუსეთის კონტროლი. ანუ გაიყინოს ომი, შეჩერდეს საომარი მოქმედებები, სამხედრო ძალებს შორის დაშორიშორება მოხდეს უკრაინის ტერიტორიაზე. ეს სცენარი მარტივად და ლოგიკურად კი გამოიყურება, მაგრამ, მას ახლავს ძალიან ბევრი და ასევე ლოგიკური და მარტივი პასუხგაუცემელი კითხვები. გულუბრყვილობა იქნებოდა იმ იმედით ყოფნა, თუ უკრაინა-რუსეთის ომი გაიყინა, პუტინი გაჩერდება. საჭიროა რუსეთზე ზეწოლა და იმის მიღწევა, რომ ბრძოლის ველზე ჰქონდეს უკრაინას წარმატებები.

გარდა ამისა, რუსეთზე უნდა გაძლიერდეს ეკონომიკური ზეწოლა. უკრაინა-რუსეთის ომის ნებისმიერი ფორმით გაყინვა პუტინისთვის მხოლოდ პაუზა იქნება იმისათვის, რომ მოძლიერების შემდეგ გააგრძელოს უკრაინაში რუსული აგრესია.

უკრაინა არასოდეს არ აღიარებს იმას, რომ უკრაინის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი რუსეთის ტერიტორიაა. ასეთი რამ არ მოხდება. მეტსაც გეტყვით, არც დასავლეთი არასოდეს არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას

დასავლეთში ახლა ხშირად საუბრობენ უკრაინა-რუსეთის ომის კორეული სცენარით დასრულებაზე. მაგრამ, კორეის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კონფლიქტს საკუთრივ კორეაში, რომელშიც ჩართულები იყვნენ საერთაშორისო მოთამაშეები - ერთი მხრივ რუსეთი და ჩინეთი და მეორე მხრივ აშშ.

უკრაინის შემთხვევაში კორეული კი არა ჩეხოსლოვაკიის ვარიანტი გამოდის, როცა 1938 წელს ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიას სუდეტის ოლქი აწაპნა. ასე სრულდება, როცა ტერიტორიული დათმობების ხარჯზე შეეცადნენ ევროპაში მშვიდობის მიღწევას. რეალურად კი მაშინ ევროპამ „ჰიტლერული მშვიდობა“ მიიღო და მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

დასავლეთში არ ითვალისწინებენ იმას, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე დე-ფაქტო რუსების დარჩენის შემთხვევაში რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუწყებს ჯერ უკრაინული კულტურული და ისტორიული კვალის გაქრობას, ხოლო შემდეგ ამ ტერიტორიებზე რუსეთიდან ხალხის ჩასახლებას და დემოგრაფიული სურათის შეცვლას ანუ იმის კეთებას, რაც უკრაინაში სსრკ-ს პერიოდში გააკეთა.

გულუბრყვილობა იქნებოდა იმ იმედით ყოფნა, თუ უკრაინა-რუსეთის ომი გაიყინა, პუტინი გაჩერდება. საჭიროა რუსეთზე ზეწოლა და იმის მიღწევა, რომ ბრძოლის ველზე ჰქონდეს უკრაინას წარმატებები

- 17 დეკემბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა - „ტრამპს სურს სწრაფად მოქმედება, მაგრამ მაინც ისიც იცის, რომ უკრაინას არ სურს „ომის გაყინვა“. გასაგებია, რომ უკრაინაში იმ სცენარით „მშვიდობის მიღწევა“, რაზეცაა საუბარი, უკრაინას არ შეიძლება აწყობდეს. ტრამპმა უკრაინის თემაზე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ბევრი განცხადებები კი აკეთა, მაგრამ, მას შემდეგ რაც მისი ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება, რეალურად ჭირს იმის პროგნოზირება თუ როგორი პოლიტიკის გატარებას დაიწყებს აშშ...

- ტრამპს სურს ომის დასრულება, მაგრამ როგორი პირობებით, ჯერ ცხადად არ ჩანს. თუ ტრამპი მშვიდობის მისაღწევად დაიწყებს უკრაინაზე ზეწოლას, ეს არ იქნება უკრაინისთვის საუკეთესო სცენარი. მაგრამ, ჩვენ ჯერ არ ვიცით უკრაინის საკითხში რა სცენარები იხარშება ტრამპის გონებაში. ომისა და კონფლიქტის გაყინვის რისკი დიდია.

დასავლეთში არ ითვალისწინებენ იმას, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე დე-ფაქტუმ რუსების დარჩენის შემთხვევაში რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუწყებს ჯერ უკრაინული კულტურული და ისტორიული კვალის გაქრობას, ხოლო შემდეგ ამ ტერიტორიებზე რუსეთიდან ხალხის ჩასახლებას და დემოგრაფიული სურათის შეცვლას ანუ იმის კეთებას, რაც უკრაინაში სსრკ-ს პერიოდში გააკეთა

ამის მიზეზი კი ისაა, რომ პუტინი ცდილობს იმის დემონსტრირება რომ აშშ სუსტია, სინამდვილეში პუტინს არ სურს უკრაინის თემაზე მოლაპარაკებების დაწყება, რადგან, თვლის, რომ ამ მოლაპარაკებებზე რუსეთს და პირადად მას ამცირებენ. თუ ტრამპი პუტინს მკაცრად დაელაპარაკება, სულ სხვა სურათს მივიღებთ, მაგრამ, ჯერ არ ვიცით რა და როგორ იქნება. პუტინი ახლა სინჯავს ნიადაგს იმისთვის, თუ როგორ დაელაპარაკოს ტრამპს. საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტრამპი უკრაინის საკითხში, 20 იანვრის შემდეგ ვნახავთ.

- ბევრი თვალსაზრისით საინტერესო იყო ნატო-ს ახალი გენმდივნის განცხადება იმის შესახებ, რომ „ნატო უნდა ემზადოს რუსეთთან ომისთვის“.

ევროპულ პოლიტიკურ კლასში უკრაინის და რუსეთის საკითხში განსხვავებული მიდგომები არსებობს, მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, საბოლოოდ, რომელი მიდგომა გაიმარჯვებს?

- ცხადია, რომ დასავლეთს უნდა თავიდან აიცილოს რუსეთთან დაპირისპირება. ამიტომაა, რომ პუტინს აქვს შესაძლებლობა აშანტაჟოს დასავლეთი. მხედველობაში მაქვს პუტინის მუქარები რომ იგი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

თუ ტრამპი მშვიდობის მისაღწევად დაიწყებს უკრაინაზე ზეწოლას, ეს არ იქნება უკრაინისთვის საუკეთესო სცენარი. მაგრამ, ჩვენ ჯერ არ ვიცით უკრაინის საკითხში რა სცენარები იხარშება ტრამპის გონებაში. ომისა და კონფლიქტის გაყინვის რისკი დიდია

ევროპაში ახლა ესმით, რომ ევროპა რუსეთთან ომისთვის მზად არ აღმოჩნდა. ამისთვის არც აშშ არ აღმოჩნდა მზად. უპირველესად მხედველობაში მაქვს ის, რომ არც ევროპას და არც აშშ-ს არ შეუძლია აწარმოოს თანამედროვე იარაღის ომის საწარმოებლად. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ევროპა უკრაინა-რუსეთის ომისგან დასკვნებს აკეთებს და ესმის, რომ ევროპა ძლიერი უნდა იყოს. ევროპას ისიც ესმის, რომ აშშ-მ შესაძლოა შეაჩეროს არა მხოლოდ უკრაინის დახმარება, არამედ ევროპის დახმარებაც და შეამციროს თავისი ყოფნა ევროპაში. ევროპამ ტრამპისგან ისიც გაიგონა, რომ ევროპამ მეტი წვლილი უნდა შეიტანოს როგორც უკრაინის მხარდაჭერაში, ისე ევროპის უსაფრთხოებაში.

ამიტომაცაა, რომ ევროპაში აქტიურად განიხილავენ უკრაინა-რუსეთის ომში ევროპელების, როგორც მშვიდობისმყოფელების მონაწილეობას, თუ ისინი უკრაინა-რუსეთის საზღვარზე დადგებოდნენ, ეს ოპტიმალური ვარიანტია, თუ იმ პოზიციებზე, სადაც ახლა რუსები დგანან, ეს კონფლიქტის „გაყინვა“ იქნებოდა.

დასავლეთს უნდა თავიდან აიცილოს რუსეთთან დაპირისპირება. ამიტომაა, რომ პუტინს აქვს შესაძლებლობა აშანტაჟოს დასავლეთი. მხედველობაში მაქვს პუტინის მუქარები რომ იგი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

ევროპელები ამბობენ, რომ მათი ამ პროცესში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, თუ უკრაინასა და რუსეთს შორის დროებით ზავს მოეწერებოდა ხელი, რომლის თანახმადაც მხარეებს შორის სროლა და საომარი მოქმედებები შეწყდებოდა.

მოვლენათა ამ სცენარით განვითარება საკმაოდ რთულია, რადგან ითვალისწინებს პუტინის იძულებას შეაჩეროს შეტევითი ომი და დაიხიოს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე.

- თუ რუსეთმა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე არ დაიხია, გამოვა, რომ ევროპაც და აშშ-ც ეგუება ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. რაც იმასაც ნიშნავს, რომ დღევანდელ მსოფლიოში არ არსებობს საერთაშორისო სამართალი, რადგან იგი პუტინმა ყველას თავზე გადაახია. მეტიც, ვცხოვრობთ იმგვარ მსოფლიოში, სადაც ვისაც აქვს ძალა, შეუძლია აკეთოს რაც მოესურვება. ასეთ სურათს ვიღებთ?

- ეს მთელი მსოფლიოს თანამეგობრობისთვის ცუდი პრეცედენტი იქნებოდა. მეტიც, საერთაშორისო თანამეგობრობას საერთაშორისო სამართლის პრინციპების დასაცავად ძალა არ ჰყოფნის და სუსტია.

ეს გაართულებდა ვითარებას წყნარი ოკეანის რეგიონში. ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას შეეძლებათ ამ რეგიონის ქვეყნების შანტაჟირება. არაა გამორიცხული ჩინეთმა ტაივანზე კონტროლის აღსადგენად სამხედრო ძალა გამოიყენოს.

არაა გამორიცხული მეტად გააქტიურდეს ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის წინააღმდეგ და ასევე ირანმა აღადგინოს თავისი ბირთვული პროგრამა. ეს იმის ნიშანიც იქნება, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი შეუძლია სხვა ქვეყნებს თავისი აგრესიული ზრახვები და მასთან ურთიერთობების პირობები თავს მოახვიოს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს