ალეკო ელისაშვილი - ალენ ბერსეს ვესაუბრე ჩემს ამბავზე, უფრო მეტი ვილაპარაკე სხვა პოლიტპატიმრებზე - ჩემი თავი ჯანდაბას, სხვები ისეთ დღეში არიან, იმ ხალხს უნდა შველა - ცაში არ დაფრინავენ, კარგად არიან ინფორმირებულები

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მან ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს, შეხვედრისას, საკუთარი დაკავებასთან ერთად, აქციაზე დაკავებულ სხვა პირებთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვესაუბრე ჩემს ამბავზე, როგორ დაიწყო ჩემი დაკავება, ცემა-ტყეპა, წაყვანა და მერე რა ხდებოდა. ასევე ჩემს თავზე მეტი ვილაპარაკე დანარჩენ პოლიტპატიმრებზე. ავუხსენი, რომ პოლიტიკოსი ვარ, ჩემი სახელი და გვარი ცნობილია, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანები გაცილებით სასტიკად ნაცემები და ნაწამები არიან. მათ სისხლის სამართლის ბრალი აქვთ წარდგენილი. ასეთი 40 ადამიანია. ძირითადად, ველაპარაკებოდი, რომ ამ ხალხს უნდა დავეხმაროთ-მეთქი. ჩემი საქმეც არაა დამთავრებული. 1.5 თვით ვარ გამოსული, შეიძლება 3 წლით შემატრიალონ უკან. ჩემი თავი ჯანდაბას, სხვები ისეთ დღეში არიან, ისეთი მძიმე ბრალი აქვთ, 9, 15- წლიანი. იმ ხალხს უნდა შველა. ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები და ძალიან გულისყურით მისმენდნენ. თქვეს, რომ მათ რაც შეუძლიათ და არ შეუძლიათ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ადამიანები დაიხსნან პოლიტიკური ტყვეობიდან.

„ქართულ ოცნებაში“ ბევრს ვყავარ ყელში გაჩხერილი. უნდათ პოლიციელებისა და მხეცების ხელით გამისწორონ ანგარიში და შემაშინონ, ოღონდ არც მე და არც არავის არ შეგვშინებია. ეს არის კონტრპროდუქტიული, რასაც შვრებიან. ვუთხარი, რომ ერთი პოლიციელი არაა დასჯილი იმ სიმხეცისთვის, რასაც გაზაფხულიდან მოყოლებული სჩადიან. კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. ზუსტად იციან რა არის და როგორ, ცაში არ დაფრინავენ, კარგად არიან ინფორმირებულები“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში