პიტერ სიიარტო - უნგრეთი დაინტერესებულია რუსეთთან თანამშრომლობით ისეთ სფეროებში, რომლებსაც სანქციები არ ეხება

უნგრეთი აბსოლუტურად დაინტერესებულია რუსეთთან თანამშრომლობის განვითარებით ისეთ სფეროებში, რომლებიც საერთაშორისო სანქციებს არ ექვემდებარება, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ რუსებთან, რუსეთის მთავრობასთან, რადგან ჩვენ გვაქვს მკაფიო სტრატეგია და პოზიცია, ეს არასდროს დაგვიმალავს და ყოველთვის ღიად ვსაუბრობდით ამაზე : იმ სფეროებში, რომლებსაც სანქციები არ ეხება, აბსოლუტურად დაინტერესებული ვართ თანამშრომლობის გაფართოებით“, - აღნიშნა სიიარტომ.

მისივე თქმით, დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია მშვიდობის მისაღწევად.

„თუ შეწყვეტთ კომუნიკაციას, მშვიდობის იმედს კარგავთ და ეს არის ის, რაც ჩვენ ნამდვილად არ გვინდა“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე