საქპატენტმა „თოვლის ბაბუა“ ინტელექტუალურ საკუთრებად დაარეგისტრირა

საქპატენტმა „თოვლის ბაბუა“ ინტელექტუალურ საკუთრებად დაარეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

„ყოველწლიურად მილიარდობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, ახალ წელთან ერთად, მოუთმენლად ელის თოვლის ბაბუასა თუ სანტა კლაუსს, უამრავი ადამიანი მისი სახელით იღებს საჩუქრებს, რასაც სიხარული, ბედნიერება და მომავლის, ახალი წლის იმედი მოაქვს. და მაინც, ასეთი თვალსაჩინოების, უთვალავი საჩუქრისა და ამაღელვებელი ემოციების მიუხედავად, აგერ უკვე ას წელზე მეტია დაჟინებით ვამტკიცებთ, რომ ის არ არსებობს, თუმცა ყოველ წელს ჯიუტად ველოდებით მისგან საჩუქრებს. უდავოდ ადამიანური მიდგომაა.

სინამდვილეში თოვლის ბაბუა ადამიანებში სიკეთის კეთების მარადიული და დაუძლეველი სურვილის მტკიცებულება და ამ სიკეთის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც ჭეშმარიტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც კაცობრიობის ინტელექტუალური შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუში, სიკეთის კეთების სადღესასწაულო გზა და ფორმა. არა მხოლოდ ჩვენთან, საქართველოში, არამედ მთელ სამყაროში ყველაფერს კარგს სჭირდება დაცვა, მოვლა და პატრონობა. მხოლოდ უფალს ყოვლისშემძლესა და ყველას მფარველს არ სჭირდება დაცვა, აი ადამიანებში ღმერთის რწმენას, როგორც სიკეთის, სიყვარულისა და იმედის უშრეტ წყაროს მუდმივად უნდა გაფრთხილება.

სწორედ ამიტომ, „თოვლის ბაბუა“, როგორც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრება, საქპატენტში იქნება დაცული.

ინტელექტია ადამიანებისათვის ის ღვთიური ნაპერწკალი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მიზანი თუ სანუკვარი ოცნება რეალობად აქციოს. სარწმუნოა, რომ გონიერ და მშრომელ ადამიანს, ინტელექტის სწორად გამოყენების შემთხვევაში, თავისი სურვილების ასრულებასთან მხოლოდ დრო აშორებს. უნდა გვჯეროდეს, რომ ოცნებების ასრულების საათი სწორედ ახალი წლის ღამეს, თოვლის ბაბუის მოსვლასთან ერთად აწიკწიკდება და აუცილებლად გვამცნობს ოცნებების ასრულების დროს“,-აღნიშნულია საქპატენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა