შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს შობას დღესასწაულობს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

საზეიმო ლიტურგიას დაესწრნენ, სასულიერო პირებსა და მრევლს შობა მიულოცეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულმა კოორდინატორებმა.

“სამცხე-ჯავახეთში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ საშობაო ლიტურგიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) უძღვებოდა. საზეიმო მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძე ესწრებოდა.

ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა დეკანოზმა იაკობ ბენიძემ აღავლინა. საზეიმო მსახურებას დაესწრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი აჭარაში, აბესალომ ასლანიძე.

რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი დავით დვალიშვილი უძღვებოდა. ტაძარში იმყოფებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი ქვემო ქართლში, აბაი ფაშაევი და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე