უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ Rheinmetall-ს Gepard-ის საზენიტო დანადგარებისთვის ათასობით ჭურვი შეუკვეთა

უკრაინა გერმანული შეიარაღების კონცერნ Rheinmetall-ისგან 2026 წელს Gepard-ის თვითმავალი საზენიტო დანადგარებისთვის 35 მმ კალიბრის დამატებით ჭურვებს მიიღებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კომპანიის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიის განმარტებით, საბრძოლო მასალა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შეუკვეთა.

„კიევმა შეუკვეთა HEI-T საბრძოლო მასალის 180 000 ჭურვი“, - ნათქვამია მწარმოებლის განცხადებაში.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეკვეთის ღირებულება „მაღალი ორნიშნა მილიონი ევროს დიაპაზონშია“ და მას დააფინანსებს გერმანია, სადაც საბრძოლო მასალის წარმოება მოხდება.

უკრაინის მიერ შეკვეთილი საბრძოლო მასალის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საჰაერო სამიზნეების, კერძოდ, დრონების გასანადგურებლად.

გერმანიამ უკრაინას დღემდე 55 საზენიტო ტანკი Gepard-ი გადასცა. ტანკების პირველი პარტია ქვეყანაში 2022 წლის ზაფხულში ჩავიდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე