ანონსი 27 იანვარი

27 იანვარს, 10:30 საათზე, ანტიკორუფციულ ბიუროსთან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბრიფინგს გამართავენ.

მის: შიო ჩიტაძის #11

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

27 იანვარს, 11:00 საათზე, “ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ცენტალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.

თემა: “ძლიერი საქართველოს” წევრთა ფინანსური ანგარიში ხალხს და საჯარო სივრციდან გამქრალი ქონებრივი დეკლარაციები - რატომ მალავს რაჟდენ კუპრაშვილის უწყება “ქართული ოცნების” ჩინოვნიკთა ქონებას".

27 იანვარს, 11:00 საათზე, პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

27 იანვარს, 12:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

27 იანვარს, 13:00 საათზე, „ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისთან გაიმართება ქეთევან თურაზაშვილის შეხვედრა/პრესკონფერენცია საპენსიო სესხის პროცენტის ცვლილებასა და მოტყუებით გაცემული ოვერდრაფტების განულების საკითხებზე.

მის: ჭავჭავაძის 74

საკონტაქტო: თამარ გედევანიშვილი 599 30 36 36

27 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, როგორც კიბოს პრევენციის საშუალება“ გაიმართება.

მის: იალბუზის ქ. 17, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინი თბილისი რივერვიუ“

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 956 103

27 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

27 იანვარს, 15:00 საათზე, ნიკა გვარამია ბრიფინგს გამართავს.

თემა: მზია ამაღლობელი

მის: ბესიკის 4

27 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „საზოგადოებას წარუდგენენ განცხადებას, რომლითაც ასობით ჟურნალისტი მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს“.

მის: ბაქოს ქუჩა N4

საკონტაქტო: ნინო ნარიმანიშვილი - 593 926 429

27 იანვარს, 17:00 საათზე, "ძლიერი საქართველოს" ქალი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან განცხადებას გააკეთებენ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია