აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტ ტრამპის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გეგმებზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება მისი პოლიტიკა უკრაინა-რუსეთის იმაზე, აშშ-ევროპის ურთიერთობებსა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისოუსაფრთხოებისადასაერთაშორისოურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, მას შემდეგ რაც აშშ-ს პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი, მუდმივადაა საუბარი იმაზე, რომ ამ ზესახელმწიფოს ისტორიაში განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც უდიდეს გავლენას მოახდენს არა მარტო ამერიკაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე.
აშშ-ში და მსოფლიოშიც დიდ ცვლილებებს უკავშირებენ იმას, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ნეოლიბერალური იდეოლოგიის კრიზისში კი იყო მსოფლიო, შედეგიც ცნობილია, ნეოლიბერალური იდეოლოგია, როგორც მსოფლიო წესრიგის წარმმართველი იდეოლოგია არა მარტო დაინგრა, ან ახლა დანგრევის სტადიაშია, მსოფლიოში ახალი რეალობა გაჩენილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
რატომ მიიჩნევა, რომ აშშ-ში განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო?
ამის მიზეზად რატომ შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოში ნეოლიბერალური იდეოლოგიის კრახი, და რას უქადის მსოფლიოს რომ ნეოლიბერალიზმის ნანგრევებზეც ტრამპის გამოჩენა?
- საინტერესოდ დასმული კითხვაა. მე ასე კატეგორიულად არ ვიტყოდი რომ დღევანდელი მოვლენები აღნიშნავს რაიმე იდეოლოგიის კრახს, ან სხვა მცნების აღზევებას. მე ამას ბუნებრივ პროცესებს ვუწოდებ, რომელიც ბუნებრივად მეტყველებს შესაბამის დროზე და ამ დროისათვის დამახასიათებელ მოვლენებზე.
მეტიც, ნეოლიბერალური, ისევე როგორც რეალიზმის თეორიები მხოლოდ თეორიებია, თუმცა მაგათზე დაყრდნობით შეიძლება გარკვეული შეფასებების გაკეთება, თუ საით მიდის საერთაშორისო პოლიტიკური დისკუსი.
ამა თუ იმ ფაზაში სამყაროს შესვლა გამოწვეულია მძლავრ იმ მოვლენებით, რომელიც მსოფლიოსი ხდება. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, დასავლურმა სამყარომ დაიჯერა რომ ლიბერალური სამყაროს დრო დადგა, სადაც არაა საჭირო დიდი ჯარი, მზარდი სამხედრო ხარჯები, და ყველა არსებული პრობლემა მშვიდობიანი გზით შეიძლება გადაიჭრას. ამავდროულად ის ჯეროვან ყურადღებას არ აქცევდა რუსეთისა და სხვა მოთამაშეების მიერ აგრესიული საგარეო პოლიტიკის გატარებაზე, განსაკუთრებით შედარებით სუსტი სახელმწიფოების მიმართ.
ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, დასავლურმა სამყარომ დაიჯერა რომ ლიბერალური სამყაროს დრო დადგა, სადაც არაა საჭირო დიდი ჯარი, მზარდი სამხედრო ხარჯები, და ყველა არსებული პრობლემა მშვიდობიანი გზით შეიძლება გადაიჭრას. ამავდროულად ის ჯეროვან ყურადღებას არ აქცევდა რუსეთისა და სხვა მოთამაშეების მიერ აგრესიული საგარეო პოლიტიკის გატარებაზე, განსაკუთრებით შედარებით სუსტი სახელმწიფოების მიმართ
ამან თავის მხრივ მოიტანა 2008 წლის ომი საქართველოსთან და 2014 წლის უკრაინის კრიზისი. ეს ორი მოვლენა გამონაკლისს არ წარმოადგენდა, როგორც ბევრს ეგონა დასავლეთში, არამედ სისტემურ სვლას არსებული მსოფლიო წესრიგის დანგრევისკენ. და ამ პროცესს ბოლო წერტილი დაესვა დაახლოებით სამი წლის წინ როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, და პარალელურად ულტიმატუმი წაუყენა დასავლურ სამყაროს თავისი გეოპოლიტიკური მოთხოვნები, აი ეს მომენტი შეიძლება ჩაითვალოს ლიბერალური სამყაროს დასრულების წერტილად და იმ მომენტად როცა მსოფლიო პოლიტიკური სისტემა რეალიზმის რეჟიმში გადავიდა.
დაახლოებით სამი წლის წინ როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, და პარალელურად ულტიმატუმი წაუყენა დასავლურ სამყაროს თავისი გეოპოლიტიკური მოთხოვნები, აი ეს მომენტი შეიძლება ჩაითვალოს ლიბერალური სამყაროს დასრულების წერტილად და იმ მომენტად როცა მსოფლიო პოლიტიკური სისტემა რეალიზმის რეჟიმში გადავიდა
პრეზიდენტ ტრამპის არჩევაც ამ პროცესის ბუნებრივი განვითარების ამსახველია, რადგან რეალიზმის სამყარო მოითხოვს შესაბამის ლიდერებს. ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატების ამომრჩევლებმა ჩათვალეს რომ დონალდ ტრამპი, როგორც პრეზიდენტი უფრო შეესაბამება მოცემულ რეალობებს, ვიდრე მისი ყოფილი კონკურენტი ქალბატონი კამალა ჰარისი.
გამომდინარე აქედან, აშშ-ს ელოდება ხელახლა გადატვირთვა, რაც ამ უზარმაზარი რესურსების მქონე ქვეყანას მსოფლიოში არსებულ ტრენდებს ახალ რელსებზე დააყენებს.
აშშ-ს ელოდება ხელახლა გადატვირთვა, რაც ამ უზარმაზარი რესურსების მქონე ქვეყანას მსოფლიოში არსებულ ტრენდებს ახალ რელსებზე დააყენებს
- დავოსის ეკონომიკურ ფორუმის მონაწილეებს ვაშინგტონიდან აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი გზავნილებით მიმართა.
ბევრი თვლის რომ ტრამპის მიმართვა საინტერესო იყო ბევრი თვალსაზრისით. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის მიმართვაში საკამათოც ბევრი რამ იყო, დავოსის ფორუმის აუდიტორია მისი სიტყვის მოსასმენად მზად აღმოჩნდა.
სავარაუდოდ, რატომ აღმოჩნდა მზად დავოსის ფორუმის აუდიტორია ტრამპის გზავნილების მოსასმენად?
და კიდევ, ის რომ მისთვის პრაქტიკულად წინააღმდეგობაც კი არავის გაუწევია, ეგ რას შეიძლება ნიშნავდეს?
- პრეზიდენტ ტრამპის დავოსის გამოსვლა ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ბევრი თვალსაზრისით. უპირველეს ყოვლისა მან, ამ უმნიშვნელოვანეს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს გააცნო აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ფართომასშტაბიანი მოდერნიზაციის გეგმები, რომელიც პირველ რიგში ეკონომიკურ პოლიტიკას, უზარმაზარ ინვესტიციებს ენერგეტიკასა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, სავაჭრო ურთიერთობებს, წარმოების აღორძინებისა და მსოფლიო წესრიგის ახლებურ ხედვას.
ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის გათვალისწინებით და მისი საერთაშორისო პოლიტიკური თუ საბაზრო კონკურენტუნარიანობიდან გამომდინარე, გვაძლევს საშუალებას დიდი ალბათობით, უნდა ვივარაუდოთ რომ ყოველივე ეს მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მსოფლიო ეკონომიკურ განვითარებაზე, გლობალური კაპიტალის გადანაწილებაზე და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში კაპიტალის, სერვისების და წარმოების საშუალებების პოზიციონირებაზე.
ამ პროცესების ყურადღების მიღმა დატოვება და თეორიულადაც კი ნიველირება შეუძლებელია, რადგან მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს მნიშვნელობა, წონა და გავლენა ყველასათვის გათვალისწინებული ფაქტორია.
მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს მნიშვნელობა, წონა და გავლენა ყველასათვის გათვალისწინებული ფაქტორია
- როცა აშშ-ს პრეზიდენტის პოლიტიკის პრიორიტეტებზე ვსაუბრობთ, თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკას გვერდს ვერ აუვლით,
მაგრამ, მოდით ჯერ იმაზე ვისაუბროთ, რატომ შეიძლება აღმოჩნდეს ტრამპის საშინაო პოლიტიკა აშშ-ს მოდერნიზაციის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას გააძლიერებს? და ამის მიზეზი იქნება ტრამპის ახალი ჯანდაცვის, საკადრო, და ეკონომიკური პოლიტიკა?
- ჩემი ღრმა რწმენით შედეგი უნდა იყოს მოდერნიზაცია. თუ როგორ მოხდება ეს და რა პროცესებით მიაღწევს აშშ ამას ჯერ კიდევ ბოლომდე არაა განსაზღვრული. თუმცა ამ პროცესის კონტურები უკვე იკვეთება.
ეს გამოხატულია პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებულ გეზში, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ში ამერიკული კაპიტალის დაბრუნებას, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციების წარმოებაში დაბანდება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ეკონომიკაში სტაბილურობას და ხელს შეუწყობს ამერიკული წარმოებაში ინვესტიციების ზრდას.
ტრამპმა განაცხადა რომ ვისაც უნდა იყოს ამერიკულ ბაზარზე მოთამაშე, მან უნდა აწარმოოს თავისი პროდუქცია ამერიკის ტერიტორიაზე. გარდა ამისა ფართოდ გაშუქდა მისი და კერძო ბიზნესის ინიციატივა ნახევარი ტრილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდოს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, რაც უპირველეს ყოვლისა დაეხმარება ქვეყანას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გააუმჯობესოს აშშ-ში ჯანდაცვის სისტემა.
ტრამპმა განაცხადა რომ ვისაც უნდა იყოს ამერიკულ ბაზარზე მოთამაშე, მან უნდა აწარმოოს თავისი პროდუქცია ამერიკის ტერიტორიაზე. გარდა ამისა ფართოდ გაშუქდა მისი და კერძო ბიზნესის ინიციატივა ნახევარი ტრილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდოს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, რაც უპირველეს ყოვლისა დაეხმარება ქვეყანას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გააუმჯობესოს აშშ-ში ჯანდაცვის სისტემა
პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით მოიხსნება შეზღუდვები ამერიკის ნავთობისა და გაზის საბადოებს და ისინი საქმიანობას დაიწყებენ, რაც გამოიწვევს მსოფლიო ბაზრებზე ნავთობზე ფასების კლებას. ეს ამავდროულად გააიაფებს ამერიკულ წარმოებას და ეკონომიკური ტრანზაქციების საფასურის დაკლებას იკლებს, რაც მის ეკონომიკას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.
საინტერესოა რომ ამ ინიციატივებში მონაწილეობის მიღებისთვის აშშ-ს მთავრობა მზად არის ითანამშრომლოს და მოიწვიოს უცხოური კაპიტალი. ასე მაგალითად, შესაძლოა, საუდის არაბეთი ჩაერთოს აშშ-ს ნავთობის საბადოების განვითარებაში და ჩადოს ერთი ტრილიონიანი ინვესტიცია.
შესაძლოა, საუდის არაბეთი ჩაერთოს აშშ-ს ნავთობის საბადოების განვითარებაში და ჩადოს ერთი ტრილიონიანი ინვესტიცია
ეკონომიკურ სფეროში ტრამპის ინიციატივამ მისი პრეზიდენტობის პირველივე კვირას გამოაჩინა მზარდი ინტერესი აშშ-ს ახალი ეკონომიკური მიდგომების მიმართ, რაც გამოიხატება დაახლოებით ექვსი ტრილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციების პერსპექტივით, რომელიც უკვე გაჟღერდა. ეს ასტრონომიული ციფრებია, თვით ამერიკის შეერთებული შტატებისათვისაც. ამიტომ შეუძლებელია რომ ამ რაოდენობის ფინანსური ინვესტიციების პირობებში არ მივიღოთ მკვეთრი ეკონომიკური ეფექტი, რომლის ტალღები გლობალური ეკონომიკური მნიშვნელობის იქნება ნამდვილად.
პრეზიდენტ ტრამპის ეკონომიკური ხედვები და მისი მასშტაბები აუცილებლად იქონიებს ზეგავლენას გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ბიზნესისა და კაპიტალის განვითარებაზე
ყოველივე ეს გახლავთ მიზეზი რატომაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები ასე ყურადღებით ისმენდნენ პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლას. უპირველეს ყოვლისა მათ ძალიან კარგად ესმით რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა მკვეთრად შეცვალა საერთაშორისო სისტემა და პრობლემებისადმი მიდგომა.
მეორე მხრივ პრეზიდენტ ტრამპის ეკონომიკური ხედვები და მისი მასშტაბები აუცილებლად იქონიებს ზეგავლენას გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ბიზნესისა და კაპიტალის განვითარებაზე. ამიტომ, აღნიშნული გამოსვლა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დავოსის ფორუმის მონაწილეებისთვის.
- მოდით ახლა ტრამპის საგარეო პოლიტიკის იმ თემებს შევეხოთ, რომელზეც საუბარი ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ დაიწყო. ვგულისხმობ გრენლანდიას, კანადას, პანამის არხის თემებს.
რას შეიძლება უკავშირდებოდეს ტრამპის სურვილი გრენლანდია აშშ-ს ნაწილი იყოს და ასე თუ მოხდა, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?
- დიახ, პრეზიდენტ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებულ გამოთქმულ პოზიციას მსოფლიო არაერთგვაროვნად შეხვდა. რა თქმა უნდა, აშშ-ს გააჩნია ტერიტორიების შესყიდვის მდიდარი ისტორია, მაგრამ ეს ყოველივე სხვა რეალობაში და სხვა ეპოქაში ხდებოდა.
დღევანდელი განცხადებები ცოტა არ იყოს რთულად ასახსნელია. თუმცა თუ გადავხედავთ არსებულ ვითარებას, და გავითვალისწინებთ იმას, თუ რა ინტერესი აქვს აშშ-ს გრენლანდიის მიმართ, ადვილად აღმოვაჩენთ რომ ის არა იმდენად ეკონომიკურია, რამდენადაც სტრატეგიული.
თუ გადავხედავთ არსებულ ვითარებას, და გავითვალისწინებთ იმას, თუ რა ინტერესი აქვს აშშ-ს გრენლანდიის მიმართ, ადვილად აღმოვაჩენთ რომ ის არა იმდენად ეკონომიკურია, რამდენადაც სტრატეგიული
ამიტომ აღნიშნული პრობლემატიკა ალბათ უნდა განვიხილოთ ამ კუთხით.
- აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პანამაში მას შემდეგ გაემგზავრა, როგორც კი იგი სახელმწიფო მდივანი გახდა.
სავარაუდოდ, რატომ გახდა ტრამპისთვის პანამის არხი ასე მნიშვნელოვანი და ამ თემაზე ვაშინგტონი საკმაოდ მკაცრი პოზიციის შემდეგ რა შეიძლება შეიცვალოს პანამის არხთან დაკავშირებით?
- იგივე შეიძლება ითქვას პანამის არხთან დაკავშირებით. ძალიან მოკლედ რომ აღვნიშნოთ, პანამის არხს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა აშშ-ს, რადგან ამ არხის მეშვეობით ხდება ამერიკის დასავლეთის და აღმოსავლეთით მდებარე პორტებისა და ტერიტორიების დაკავშირება.
პანამის არხის ორივე მხრიდან შესასვლელებში მდებარე პორტები დღეს კონტროლდება ჩინეთის მიერ. აქვე გასათვალისწინებელია, რომ არხის პანამისათვის გადაცემის დროს, პრეზიდენტ კარტერის ადმინისტრაციის მიერ, ეს არხი და მასზე იურისდიქცია იქნა გადაცემული პანამის მთავრობაზე და არა რომელიმე სხვა ქვეყანაზე.
სტრატეგიული შეფასებების მოხედვით, თუ აშშ-სა და ჩინეთს შორის რაიმე კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა მომავალში, ჩინეთს აქვს საშუალება გადაკეტოს პანამის არხი და არ დაუშვას აშშ-ს ხომალდები ამ ინფრასტრუქტურით ისარგებლონ.
თუ აშშ-სა და ჩინეთს შორის რაიმე კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა მომავალში, ჩინეთს აქვს საშუალება გადაკეტოს პანამის არხი და არ დაუშვას აშშ-ს ხომალდები ამ ინფრასტრუქტურით ისარგებლონ
გარდა ამისა, დღეს, აშშ-ს სამხედრო ხომალდები, პანამის არხის სარგებლობისას იხდიან ორჯერ მეტ საფასურს ვიდრე სხვა მომხმარებლები. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა ღვაწლი აქვს აშშ-ს პანამისა და მისი დამოუკიდებლობის მოპოვებასა და დაცვაში, აგრეთვე გავიხსენებთ რომ აშშ-ს მიერ ააშენებული ინფრასტრუქტურა უსასყიდლოდ გადაეცა პანამას, რომლის დღევანდელი ფასი დაახლოებით ერთი ტრილიონი დოლარია, არაა გასაკვირი რომ ამერიკის მთავრობისთვის პანამის არხში დღეს არსებული მდგომარეობა მიუღებელია.
ამიტომ, სახელმწიფო მდივნის ბატონი მარკო რუბიოს პანამაში ვიზიტი აადვილად ახსნადია.
- ხმაურისა და ღელვის გარეშე არ ჩაუვლია ტრამპის განცხადებებს კანადაზე. ახლა ბევრი ამბობს ტრამპს მთლად ასეც არ უთქვიაო და ასე შემდეგ.
კანადასთან დაკავშირებით რეალურად რა თქვა ტრამპმა?
- კანადაზე ტრამპის განცხადება უნდა დაუკავშიროთ ტრამპის ადმინისტრაციის ახლებურ მიდგომას რომ შეამციროს სავაჭრო დეფიციტი იმ ქვეყნებთან რომლებთან ეს ადვილად შესაძლებელია.
კანადაზე ტრამპის განცხადება უნდა დაუკავშიროთ ტრამპის ადმინისტრაციის ახლებურ მიდგომას რომ შეამციროს სავაჭრო დეფიციტი იმ ქვეყნებთან რომლებთან ეს ადვილად შესაძლებელია.
გარდა ამისა აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია აპირებს, ის უსაფრთხოების ქოლგა რომლითაც აშშ-ს ფარავდა თავის მოკავშირეებს ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში, აღარ იყოს ამ ქვეყნებისთვის უსასყიდლო.
რაც შეეხება 51-ე შტატად კანადის გამოცხადების განცხადებას, ვთვლი რომ აქ გაშუქების კურიოზთან გვაქვს საქმე რადგან პრეზიდენტ ტრამპმა ილაპარაკა იმაზე, რასაც ამერიკა აკეთებს კანადის უსაფრთხოებისათვის, და დაამატა, რომ აშშ-ს ასეთ რაღაცას აკეთებს მხოლოდ თავისი შტატებისთვის, და თუ კანადას სურს გახდეს ერთ-ერთი შტატი, მაშინ ეს არსებული მიდგომები ვაჭრობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში გაგრძელდება.
ახალი ადმინისტრაცია აპირებს, ის უსაფრთხოების ქოლგა რომლითაც აშშ-ს ფარავდა თავის მოკავშირეებს ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში, აღარ იყოს ამ ქვეყნებისთვის უსასყიდლო
არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან კურიოზული განცხადებები, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ალბათ უპრიანია მოვლენების დაცხრომის შემდეგ შევხედოთ ვითარების რეალურ განვითარებას, რადგან სკანდალები ცხრება, რეალობა კი რჩება.
- აშშ-ჩინეთი. ვიცით, რომ ინაუგურაციამდე ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს სის ესაუბრა. საუბრის შედეგიც ცნობილია - ამ საუბრის შემდეგ, ჩინეთის ტანკერები აღარ ეხმარებიან რუსეთს რუსული ნავთობის გადაზიდვაში.
თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ტრამპმა საუდის არაბეთსა და ოპეკ-ს სთხოვა ეფიქრათ ნავთობის ფასის დაწევაზე, ცხადი გახდება, რომ ტრამპი კრემლთან ურთიერთობის რეიგანის მიერ აპრობირებულ და გაკვალულ გზას დაადგა.
პეკინის ეს ჟესტი ნიშნავს თუ არა იმას, რომ პრეზიდენტი პუტინი ევროპასთან და აშშ-თან დაპირისპირებაში ახლა არა მარტო ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის იმედადაც ვეღარ იქნება?
- ნავთობის პოლიტიკას რაც ეხება, როგორც უკვე ვისაუბრეთ, აშშ-ს ახალი მიდგომა თავისი საბადოების გახსნის თაობაზე სავარაუდოდ დააგდებს მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებს ნავთობზე.
გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაცია მოუწოდებს არაბეთის ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს და კომპანიებს აქტიურად ჩაერთონ ამერიკის საბადოების ამუშავების საქმეში, რათა დააკომპენსირონ შესაძლო პოტენციური დანაკარგები.
ტრამპისა და თავმჯდომარე სი-ს საუბარი შესაძლოა ბევრ საკითხს ეხებოდა. ჩვენი ვარაუდია, რა თქმა უნდა, რომ რუსეთის ნავთობზეც იქნებოდა საუბარი. გარდა ამისა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ბოლო პაკეტით დასანქცირდა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ახლო მომავალში ერთი მხრივ დაწიოს ნავთობზე ფასები, და მეორე მხრივ გაუძნელდეს რუსეთს ნავთობით ვაჭრობა. ორივე შემთხვევაში, რუსეთისთვის და მისი ნავთობის ინდუსტრიისთვის სავარაუდოდ რთული პერიოდი დადგებაა
აქედან გამომდინარე, არსებულ ვითარებაში ჩინეთს, ისევე როგორც სხვა პოტენციურ იმპორტიორებს არ აწყობს ასეთი ხომალდების თავის პორტებში შეშვება, რომელთაც მეორადი სანქციების შეიძლება დაემუქროს.
შესაძლოა, ახლო მომავალში ერთი მხრივ დაწიოს ნავთობზე ფასები, და მეორე მხრივ გაუძნელდეს რუსეთს ნავთობით ვაჭრობა. ორივე შემთხვევაში, რუსეთისთვის და მისი ნავთობის ინდუსტრიისთვის სავარაუდოდ რთული პერიოდი დადგება. მით უმეტეს სანქციების არსებობის პირობებში, ასეთ ვითარებას შეიძლება მძიმე ეკონომიკური ზეგავლენა იქონიოს განსაკუთრებით რუსეთში გარე ვაჭრობიდან შემოსავლების მიღების თვალსაზრისით.
- აშშ-ევროპა. შეიძლება ითქვას, რომ „ნეოლიბერალიზმის კრახი“, თუ კრახი არა, კრახის ნიშნები, ტრამპზე ადრე ევროპის პოლიტიკოსებმაც დაინახეს.
და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთი შეიჭრა. ფაქტია, რომ უკრაინის საკითხში ტრამპსა და ევროპელებს განსხვავებული მიდგომები აქვთ. თუ ტრამპი გაპრეზიდენტებამდე უკრაინა-რუსეთის ომის დაუყოვნებლივ დასრულებაზე საუბრობდა, ახლა არა მარტო ამბობს, მის სპეც. წარმომადგენელს ამ ომის 6 თვეში დასრულების წინადადებების მომზადება დაავალა.
მას შემდეგ, რაც ევროპელმა ლიდერებმა ამავე თემაზე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ დანარჩენ ევროპასაც.
ამ თემებზე რუსი ექსპერტების ფანტაზიები ისე შორს მიდის, რომ აშკარად არარეალისტურად კი გამოიყურება. მხედველობაში მაქვს რუსი ექსპერტების მიერ გაჟღერებული მოსაზრება, რომ თურმე ვაშინგტონმა უნდა გააუქმოს 1994 წლის შეთანხმება უკრაინიდან ბირთვული იარაღის პირობებზე, რომელშიც თეთრზე შავით წერია, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა უკრაინას უდგებოდნენ იმის გარანტორებად, რომ უკრაინიდან ბირთვული იარაღის გატანის შემდეგ რუსეთს ყირიმზე პრეტენზიები არასოდეს არ ექნებოდა.
ტრამპის გარემოცვა ამ თემაზე საუბრისას ხშირად იყენებს სიტყვათა წყობას - მხარეები მზად უნდა იყვნენ კომპრომისებისთვის. თუმცა, კომპრომისების პირობები არ ზუსტდება.
სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებაზე ტრამპის გეგმა, ან კომპრომისული ვარიანტების გეგმები?
- ამაზე საუბარი ჯერ ჯერობით ნაადრევად მიმაჩნია. ჩვენ ვიცით რომ არსებობს პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმა. ვიცით რომ პრეზიდენტ ტრამპი იცნობს ამ გეგმას. აგრეთვე ვიცით რა მიდგომები აქვს პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
ამავდროულად ჩვენ არ ვიცით აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებული კონტაქტების შინაარსი და დიალოგის პერსპექტივები.
რეალური, გულახდილი და კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა რაღაც მძლავრი ტრიგერი, რომელიც აიძულებს, პირველ რიგში რუსეთის დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მზად იყოს მოსალაპარაკებლად კონსტრუქციულ ჩარჩოებში
გარე ინდიკატორების გაანალიზებას თუ შევუდგებით, როგორც ჩანს, რუსეთს ჯერ კიდევ ხისტი პოზიცია გააჩნია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ეს ჩანს საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვისა და პრეზიდენტ პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან.
ამიტომ, ჩემის აზრით, რეალური, გულახდილი და კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა რაღაც მძლავრი ტრიგერი, რომელიც აიძულებს, პირველ რიგში რუსეთის დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მზად იყოს მოსალაპარაკებლად კონსტრუქციულ ჩარჩოებში.
ყოველი სხვა საუბარი ამ თემაზე დრეს ჩემი აზრით არის სპეკულაცია და უსაფუძვლო.
- აშშ და სამხრეთ კავკასია. ამას წინათ აშშ-მ და სომხეთმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. როგორც ამბობენ, ამერიკაში სომხური ლობი აქტიურად მუშაობს.
წლებია აზერბაიჯანის პრეზიდენტის რიტორიკა იმდაგვარია, რომ თანხვედრაშია ერთი მხრივ რუსეთის, ხოლო მეორე მხრივ თურქეთის პოლიტიკის, რომელთა მიზანია რამდენადაც შესაძლებელია, შეამცირონ სამხრეთ კავკასიაზე აშშ-ს ადა ევროპის გავლენა.
სავარაუდოდ, როგორი იქნება ტრამპის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ?
- ცნობილია რომ ყველა ქვეყანა იყენებს მის ხელთ არსებულ საგარეო პოლიტიკურ არსენალს თავისი მიზნების მისაღწევად. ამიტომ სომხური ლობისა თუ სხვა ფაქტორების გამო, მაგრამ სომხეთმა მოაწერა ხელი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას. ეს დოკუმენტი ძალიან ჰგავს ქართულ-ამერიკულ ანალოგს, რომლის მოქმედებაც სამწუხაროდ შეჩერებულია.
მაგრამ, საქართველოსთან მიმართებაში ქარტიაში გათვალისწინებულია მოლაპარაკებები და პერსპექტივა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც სომხეთთან გათვალისწინებული არ არის. ახლა მნიშვნელოვანია რა დოკუმენტებითა და რა სახის თანამშრომლობით შეივსება აღნიშნული ჩარჩო შეთანხმება.
სავარაუდოდ, ამ დოკუმენტის ბოლომდე გამოყენებას ხელს შეუშლის ის გარემოება, რომ სომხეთი მონაწილეობს იმ ორგანიზაციების საქმიანობაში, რომელიც რუსეთის თაოსნობით შეიქმნა და წარმოადგენს რუსეთის გავლენის სფეროს და ეხება უსაფრთხოების, ეკონომიკის და პოლიტიკურ სფეროებს. ამიტომ, დღევანდელი გადასახედიდან ეს სომხეთ ამერიკის ქარტიას და მის სრულფასოვნად ამუშავებას ცოტა პრობლემატურს ხდის.
ამ დოკუმენტის ბოლომდე გამოყენებას ხელს შეუშლის ის გარემოება, რომ სომხეთი მონაწილეობს იმ ორგანიზაციების საქმიანობაში, რომელიც რუსეთის თაოსნობით შეიქმნა და წარმოადგენს რუსეთის გავლენის სფეროს და ეხება უსაფრთხოების, ეკონომიკის და პოლიტიკურ სფეროებს. ამიტომ, დღევანდელი გადასახედიდან ეს სომხეთ ამერიკის ქარტიას და მის სრულფასოვნად ამუშავებას ცოტა პრობლემატურს ხდის
აზერბაიჯანს რაც ეხება, ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანას გააჩნია ყველაზე მაღალი დონის სტრატეგიული ავტონომია რეგიონში, და მას აქვს დრეს ის ფუფუნება რომ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს რა თქმა უნდა განპირობებულია აზერბაიჯანის სამხედრო სიძლიერითა და ეკონომიკური კეთილდღეობით. ამიტომ, მე მას არ განვიხილავდი არც ერთი სხვა ქვეყნის ფარვატერში მოძრავ ერთეულად.
რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის ხედვას კავკასიის რეგიონზე, ჯერ ჯერობით ეს ხედვა არ ჩანს. ეს არცაა გასაკვირი, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. თუმცა სხვა ქვეყნების და მათთან ურთიერთობებისა და რეგიონული პრობლემატიკის თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიის რეგიონი არ შეიძლება აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ რადარებზე არ იყოს. ასეთი ქვეყნები და საკითხებია რა თქმა უნდა რუსეთი, ირანი, ჩინეთი და შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემატიკა. ამიტომ ჩემი აზრით ჩვენ უნდა დავაკვირდეთ აშშ-ს მიდგომებს ჩინეთს, ირანსა და რუსეთის მიმართ სხვადასხვა ასპექტებიდან გამომდინარე, როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკურ და სტრატეგიულ ჭრილში, და ამ კუთხით მათ ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში. ამით შესაძლებელია დავინახოთ რეგიონისადმი აშშ-ს ხედვებსა და მიდგომებს, თუმცა გარდა ამისა შესაძლოა სხვა ინდიკაციებიც გამოჩნდეს, ისეთი როგორც თვით რეგიონში ან რეგიონიდან მომდინარე ინიციატივები, რაც აშშ-ს ყურადღებას მიიქცევს და ამით გამოიწვევს მის მეტ ჩართულობას და აქტიურობას რეგიონში.
- ტრამპის ინაუგურაციაზე ლამის „ქართული ოცნების“ მთელი ოპოზიცია იმყოფებოდა. აშშ-ს კონგრესში საქართველოსთან მიმართებაში იგეგმებოდა „არჩევნების არაღიარების კანონი“. როგორც ამბობენ, ამ კანონზე მუშაობა ახლაც დღის წესრიგშია.
ვიცით, რომ აშშ-ს გადადგმული აქვს ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის სანქციების დაწესებაზე. გასაგებია, რომ საქართველოს საკითხი თეთრი სახლისთვის როგორც მინიმუმ 2 თვე მაინც ვერანაირად ვერ იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს ტრამპის პოლიტიკა საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით?
- ერთი ცხადია, პრეზიდენტ ტრამპისთვის არაა ასახსნელი თუ რას წარმოადგენს საქართველო. ის ჩვენს ქვეყანაში ნამყოფია. გარდა ამისა, როგორც ჩანს, მას გააჩნია ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. სხვადასხვა წყაროებიდან გამოჟონილი ინფორმაციების მიხედვით, ახლო მომავალში, სავარაუდოა, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.
ამიტომ, ჩემი აზრით, ასეთი ნაბიჯები გამოამჟღავნებს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მიდგომებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ აშშ-ს მიდგომები საქართველოს საკითხში კოორდინირებული იქნება ევროკავშირისა და ნატოს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს განპირობებულია მოკავშირეებს შორის მიმდინარე ახლო კონსულტაციებით და ინფორმაციის გაცვლით.
ვფიქრობ, რომ აშშ-ს მიდგომები საქართველოს საკითხში კოორდინირებული იქნება ევროკავშირისა და ნატოს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს განპირობებულია მოკავშირეებს შორის მიმდინარე ახლო კონსულტაციებით და ინფორმაციის გაცვლით
ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და ჯეროვნად გავაანალიზოთ. გამომდინარე აქედან მე არ ველოდები რაიმე კარდინალურ ცვლილებას ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან წინამორბედ ადმინისტრაციასთან შედარებით.
ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ მიდგომები მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია და გრძელვადიანი პერსპექტივით განსაზღვრული. აქვე უნდა დავამატო, რომ აღნიშნული არ ნიშნავს რომ ეს მმიდგომები არ შეიცვლება გარკვეული პირობების გათვალისწინებით.
ასეთი პირობები შეიძლება შეიქმნას ვითარების მკვეთრი ცვლილებებით ქვეყნის შიგნით, რაც შესაძლოა გამოიწვიოს აშშ-სა და სხვა საგარეო მოთამაშეების მკვეთრი რეაქცია და ჩართულობა ამა თუ იმ მიმდინარე მოვლენებზე.
ამიტომ, ვთვლი რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ცალსახად არის ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური დაკვირვების საგანი, და აღნიშნული დაკვირვების შედეგი, სავარაუდოდ, ახლო მომავალში გამოჩნდება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი