„ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას!“ - რაზე უჩივის „ბრიტანულ-ქართული აკადემია” ირაკლი გილაურის „საქართველოს კაპიტალს“

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორებს შორის დავა გრძელდება. საუბარია, საგანმანათლებლო დაწესებულების დამფუძნებლებსა და 2019 წლიდან აკადემიის პარტნიორ „საქართველოს კაპიტალს“ შორის მიმდინარე სამართლებრივ პროცესზე, რომელიც საქართველოს ფარგლებსაც გასცდა. როგორც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ სამართლებრივმა წარმომადგენელმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, „საქართველოს კაპიტალმა“ აკადემიის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები 6 წლის განმავლობაში არ შეასრულა. კერძოდ, იმედა დვალიძის თქმით, პარტნიორმა კომპანიამ ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციები არ განახორციელა, რითაც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ განვითარება შეაფერხა.

დავის წამოწყების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ „საქართველოს კაპიტალმა“, არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომელიც დაახლოებით, 6 წლის წინ იკისრა (როცა ის გახდა პარტნიორი). კერძოდ, მისი ვალდებულება იყო განეხორციელებინა ინვესტიციები „ბრიტანულ ქართულ აკადემიაში“. თავის მხრივ, „ბრიტანულ-ქართული“ აკადემია 20 წელზე მეტია საქართველოში წარმატებით ოპერირებს, კომპანია ახერხებდა განვითარებას თავის რესურსით, უბრალოდ, როდესაც 2019 წელს გაჩნდა შეთავაზება, რომ პარტნიორად შემოსულიყო აღნიშნული ორგანიზაცია, კომპანიის დამფუძნებლები დათანხმდნენ. მართალია, ეს იდეა თავიდანვე მაინც და მაინც მისაღებად არ მიაჩნდათ, მაგრამ საბოლოოდ გადადგეს ეს ნაბიჯი. მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ „საქართველოს კაპიტალი“, ჭარბი თანხის ინვესტირებით, ისედაც განვითარებად და მზარდ კომპანიაში, უფრო სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფდა. თუმცა, ბოლო 6 წელი ისე მიილია, კომპანიამ [„საქართველოს კაპიტალმა“] აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. მას რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ოდენობით უნდა განეხორციელებინა ინვესტიციები, აშენებულიყო ახალი კამპუსები და კიდევ უფრო მეტად განვითარებულიყო ინფრასტრუქტურა. ამ კუთხით არცერთი ნაბიჯი „საქართველოს კაპიტალის“ მხრიდან არ გადადგმულა, რაც სარჩელის საფუძველი გახდა,“ - განაცხადა იმედა დვალიძემ.

მისივე ინფორმაციით, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორების მხრიდან იყო მცდელობა, რომ დავის გარეშე აღდგენილიყო „სტატუს-კვო“ და პარტნიორობიდან გასულიყო „საქართველოს კაპიტალი“, თუმცა ეს უკანასკნელი წილების გამოსყიდვას არ დათანხმდა. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, სამართლებრივი პროცესი გაგრძელდება საქართველოშიც და დიდ ბრიტანეთშიც. ამავდროულად, ამ დავასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ. ასევე, ინფორმაციას მივაწვდით „საქართველოს კაპიტალის“ აქციონერებსაც,“- განაცხადა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ სამართლებრივმა წარმომადგენელმა გადაცემაში „საქმე“.

ცნობისთვის, შპს ბრიტანულ-ქართული აკადემიის 30%-იან წილს ფლობს ნათია ჯანაშია, ხოლო 70%-ს შპს საქართველოს განათლების ჯგუფი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც თავის მხრივ სააქციო საზოგადოება „საქართველოს კაპიტალია“.

(R)

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის