მედია - აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ მდინარე პოტომაკიდან 30-ზე მეტი ცხედარი ამოიყვანეს

აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ მდინარე პოტომაკიდან 30-ზე მეტი ცხედარი ამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

NBC News-ის ცნობით, კატასტროფის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რთული პირობების მიუხედავად, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება.

ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.

ვაშინგტონის მერის, მარიელ ბაუზერის ცნობით, თვითმფრინავში 64 ადამიანი, ხოლო ვერტმფრენის ბორტზე სამი სამხედრო იმყოფებოდა.

აშშ-ის ფიგურული ციგურაობის ასოციაციის განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე ასოციაციის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა. მანამდე, რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ცნობილი რუსი მოციგურავეები, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები, ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი იმყოფებოდნენ.

ავიაკატასტროფას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შემთხვევის „თავიდან აცილება შეიძლებოდა“.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს