მარკო რუბიო - გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ინტერესი ხუმრობა არ არის

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინტერესი, შეიძინოს გრენლანდია ხუმრობა არ არის, ეს არის აშშ-ის ეროვნული ინტერესი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მეგინ კელისთან ინტერვიუში განაცხადა.

"ეს არ არის ხუმრობა. აქ საუბარი არ არის მიწის შესყიდვის მიზნით მიწის შესყიდვაზე. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია და მისი მოგვარებაა საჭირო“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მისი თქმით, არქტიკა გადამწყვეტი გახდება გადაზიდვის ხაზებისთვის და რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეძლოს ამის დაცვა.

კითხვაზე, იქნება თუ არა აშშ გრენლანდიის მფლობელი ოთხ წელიწადში, რუბიომ უპასუხა:

„ცხადია, ეს არის პრეზიდენტის პრიორიტეტი და მან ეს დააფიქსირა. ჩვენ ჯერ არ ვართ იმ პოზიციაზე, რომ ზუსტად ვიმსჯელოთ, თუ როგორ მოვიქცეთ ტაქტიკურად. ვფიქრობ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ოთხი წლის შემდეგ ჩვენი ინტერესი არქტიკაში უფრო დაცული იქნება“.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს დანიის ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიის შეძენა სურს. როგორც დანიის, ასევე გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებმა, მეტე ფრედერიქსენმა და მუტე ეგედემ განაცხადეს, რომ გრენლანდია არ იყიდება და რომ მისი მომავალი გრენლანდიელებმა უნდა გადაწყვიტონ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა