ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები - პირობას ვდებთ, გავათავისუფლებთ ქვეყანას და ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე - მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების ცვლილებაა

პირობას ვდებთ ჩვენ გავათავისუფლებთ ქვეყანას, ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე, სოლიდარობა ყველა ჩაგრულს,- ეს განცხადება ევროპის მოედანზე საპროტესტო მანიფესტის ფარგლებში, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა გააკეთეს, რომლებიც 20 დღეა, ამავე უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად ღამეს ათევენ.

მათი თქმით, „მთავარი მოთხოვნაა ხელისუფლების ცვლილება, რადგან ევროპული მომავალი საფრთხეშია“.

„20 დღეა უნივერსიტეტში ვართ, დავრჩებით მანამდე, სანამ რეჟიმის ტყვეები არ გათავისუფლდებიან.

უსამართლობა საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს, ქვეყნის საუკეთესო მოქალაქეები ტყვეობაში არიან.

ჩვენ ვაპროტესტებთ სოციალურ უთანასწორობას, ჩვენ ვაპროტესტებთ მიწების გასხვისებას და ქვეყნის გაყიდვას. ვაპროტესტებთ არარსებულ საყოველთაო ჯანდაცვას, ჩვენ ვაპროტესტებთ ემიგრაციას, შიმშილს, სასაცილო ხელფასებს, ხელოვანთა და ინტელექტუალთა დევნას”, - აღნიშნეს სტუდენტებმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე