ვლადიმერ პუტინი - ევროპელი ლიდერები სიამოვნებით ასრულებდნენ ვაშინგტონის ნებისემიერ ბრძანებას ჯო ბაიდენის დროს - ისინი დონალდ ტრამპს აქტიურად ებრძოდნენ და დაიბნენ, როდესაც გაიმარჯვა

წარსულში ევროპელ ლიდერებს ჰქონდათ გამბედაობა, ებრძოლათ საკუთარი აზრისთვის, დღეს ასეთი ადამიანები პრაქტიკულად არ არსებობენ, -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ „რასია 1“-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ევროპაში იყვნენ ისეთი გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები, როგორებიცაა დე გოლი, მიტერანი, ხოლო თანამედროვეობაში - შირაკი. გერმანიაში - ვილი ბრანდტი, კოლი, შრედერი - მე მათ იმავე რიგში დავაყენებდი, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი აზრი და გამბედაობა, ებრძოლათ ამ აზრისთვის, გამოეთქვათ ეს აზრი, დღეს იქ ასეთი ხალხი, პრაქტიკულად, აღარ არ არის“, - განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, ევროპა სიამოვნებით ასრულებდა ვაშინგტონის ნებისმიერ ბრძანებას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს.

„ამჟამად მიმდინარეობს რაღაც დავიდარაბა ევროპის პოლიტიკურ ელიტასა და ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის. შეიცვალა რამე ბაიდენის დროიდან? არაფერი შეცვლილა. ისინი სიამოვნებით ასრულებდნენ ვაშინგტონის ნებისმიერ ბრძანებას ბაიდენის დროს“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით ევროპულ ელიტებს უფრო მეტად მოსწონდათ ჯო ბაიდენი, ხოლო ამერიკის ახალ ლიდერს, დონალდ ტრამპს განსხვავებული წარმოდგენები აქვს იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი.

„უბრალოდ, მათ არ მოსწონთ ტრამპი, აქტიურად იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, ნამდვილად ერეოდნენ აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საარჩევნო პროცესებში, შემდეგ კი დაიბნენ, როცა ტრამპმა მოულოდნელად გაიმარჯვა. მათ მენტალურად ბაიდენი უფრო მოსწონდათ. ტრამპს კი განსხვავებული წარმოდგენები აქვს იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, მათ შორის გენდერულ პოლიტიკაში და ზოგიერთ სხვა საკითხში. როგორც ჩანს, მათ ეს არ მოსწონთ", - განაცხადა პუტინმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა