ადვოკატი - სპეცრაზმის წევრები დაკავებულებს ეკითხებოდნენ, რამდენი წლის იყვნენ და რამდენისაც იყვნენ, იმდენჯერ ურტყამდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ გიგი უგულავასაც - როცა ბორკილდადებულ ადამიანებს ურტყამ, ეს წამებაა და ყველა უნდა გასამართლდეს

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები, რომლებიც „თბილისი მოლთან“ დააკავეს, სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ.

ადვოკატის თქმით, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები დაკავებულებს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ და დამამცირებლად ექცეოდნენ. ტყეშელაძის თქმით, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ასევე, გიგი უგულავასაც.

„3 პირი მოვინახულე. სისხლიანმა რეჟიმმა ადამიანებზე სისხლიანი ანგარიშსწორება მოახდინა, ისინი შემაძრწუნებელ ისტორიებს ჰყვებიან. მაგალითად, ორი ადამიანი ამბობს, რომ დაკავების მომენტში ფიზიკურად გაუსწორდნენ, მერე ტროტუარზე დააგდეს, ამის შემდეგ, როცა მანქანაში ჩასვეს, სპეცრაზმის რამდენიმე წარმომადგენელი უსწორდებოდა ფიზიკურად, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მაგალითად, ეკითხებოდნენ, რამდენი წლის იყვნენ და რამდენისაც იყვნენ, იმდენჯერ ურტყამდნენ. ეს ამაზრზზენი, სადისტური, არაქართული საქციელია. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ გიგი უგულავასაც. როცა აკავებდნენ, ყელში უჭერდნენ და ფეხებში ურტყამდნენ ფეხებს, ეს პირდაპირ ძალადობა. როცა მანქანაში ბორკილდადებულ ადამიანებს ურტყამენ, ეს წამებაა და ყველა მათგანი წამების მუხლებით უნდა გასამართლდნენ“, - განაცხადა ტყეშელაძემ.

ის, ასევე, იცავს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ისაკო დევიძესაც, რომელიც შაბათს, სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს, ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ადვოკატი დევიძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომის გადადებას მოითხოვს.

„ჩხრეკის დროს საქართველოს, ევროკავშირის დროშა და 2000 ლარი ამოიღეს, რომლითაც დედისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შეუთითხნეს. ისაკო დევიძე 48 საათია შიმშილობს, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე და არ არის აუცილებელი სხდომა დღეს ჩატარდეს“, - განაცხადა ტყეშელაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე