ლევან იოსელიანი - ჩემს სახლში ორი დღის წინ ორი ნიღბიანი ადამიანი მივიდა, რომლებმაც უწმაწური სიტყვები დატოვეს - ეს არის წითელი ხაზი, ბავშვები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ - ეს ფაქტი დასაგმობია

ორი დღის წინ, ორი ნიღბიანი ადამიანი მოვიდა, რომლებმაც უწმაწური სიტყვები დატოვეს - ეს არის წითელი ხაზი, ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება, ბავშვები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე ადამიანის მისვლას და სადარბაზოს კედლებზე წარწერების დატოვების ფაქტს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ამ ისტორიის ყველაზე გულდასაწყვეტი ნაწილი არის ის, რომ ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ.

მისივე თქმით, რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაციის მიმართ არ აქვს ნდობა, რადგან, მისი თქმით, შერჩევითი დამოკიდებულება აქვთ უფლებების და ადამიანების მიმართ.

„ეს ფაქტი მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ტელევიზია უკვე რამდენიმე თვეა კამპანიურად აკეთებს ჩემი, როგორც სახალხო დამცველის სამიზნედ ამოღებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება არ არიან ინფორმირებულები, თუ რას აკეთებს სახალხო დამცველი პროტესტის მონაწილეების დასაცავად. ვიღაცას შეიძლება გულწრფელად სჯერა, რომ ამ პროცეს რაღაცას ვაკლებ, ისეთ რაღაცას არ ვაკეთებ, რასაც უნდა ვაკეთებდე. სამწუხაროდ, ორი ნიღბიანი ადამიანი მოვიდა, რომლებმაც უწმაწური სიტყვები დატოვეს. მე ასეთ ფაქტებზე შეფასებებს ვაკეთებდი, მიუხედავად იმისა თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონდეს ოპონენტის მიმართ, ეს არის წითელი ხაზი, ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება, ბავშვები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ.

ამ ისტორიის ყველაზე გულდასაწყვეტი ნაწილი არის ის, რომ საქართველოში, ვითომ ამდენი უფლებადამცველი ორგანიზაცია არსებობს, ამაზე არცერთმა ხმა არ ამოიღო. როცა ანალოგიურ შემთხვევაში ერთ ამბავს ატეხდნენ, სწორია ერთი ამბავი უნდა ატეხო. არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება. მორალს იქით არის. არავინ ხმა ამოიღო.

თუ უფლებადამცველები არიან რეაგირება უნდა მოეხდინათ. ამიტომ არ მჯერა მე მათი უფლებადამცველობის. ამიტომ არ მაქვს მე ნდობა ბევრი მათგანის მიმართ, რადგან შერჩევითი დამოკიდებულება აქვთ უფლებების და ადამიანების მიმართ. აქედან გამომდინარე, ეს მე არ გამკვირვებია. ჩემი დამოკიდებულება მათდამი ასეთი არასდროს ყოფილა, არც მომავალში იქნება. როდესაც ვინმეს მიმართ ხდება ანალოგიური რამ, ამაზე ყოველთვის მაქვს რეაქცია და განცხადება.

თუ კამპანიურად 3 ტელევიზია თავიანთ გადაცმებს დაიწყებენ - „ქართული ოცნების“ სახალხო დამცველი“ - რაც მთავარია ამ ყველაფერს „ტვ პირველი“ აზიარებდა, როგორც ჩანს, მოსწონდა, რომ სახლში მომივარდნენ. მინდა მათ ჟურნალისტებს ვკითხო: კმაყოფილები ხართ, რომ სახლში მომივარდნენ და ჩემმა შვილმა ეს ყველაფერი ნახა? ვინც არ უნდა იყოს, ეს ფაქტი არის დასაგმობი. იმის ოჯახი რა შუაშია, ჩემს მიმართ თუ აქვს ვინმეს პრეტენზია, ჩემზე დაწერონ“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში