შალვა პაპუაშვილი - უცხოური დახმარების სტრუქტურებმა დიპლომატია ჩაანაცვლეს - ზოგიერთი ქვეყნის ელჩს თავისი თავი წარმოდგენილი ჰყავდა, როგორც ინსტრუქტორი, რომელსაც ხელისუფლებისთვის უნდა მიეცა ინსტრუქცია

ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნების შემდეგ გამოჩნდა, რომ უცხოური დახმარების სტრუქტურებმა დიპლომატია ჩაანაცვლეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ზოგიერთი ქვეყნის ელჩსაც თავისი თავი წარმოდგენილი ჰყავდა, როგორც ინსტრუქტორი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა მიეცა ინსტრუქცია, როგორი კანონები უნდა მიეღო და როგორ უნდა ყოფილიყო ესა თუ ის პუნქტი ჩამოყალიბებული.

„კლასიკურად, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ხერხდებოდა დიპლომატიური არხებით, ელჩებით და ხელისუფლებების შეხვედრებით, სადაც ინტერესების თანხვედრის მცდელობებია, ყალიბდება ალიანსები და სადაც ინტერესები არ ემთხვევა, დიპლომატიის ამოცანაა, რომ კონფლიქტები არ წარმოიშვას. ამის ნაცვლად ეს დიპლომატია ჩანაცვლდა საგარეო დახმარების სტრუქტურებით, რა დროსაც ფული სხვადასხვა დონორის მეშვეობით შემოედინება. მაგალითად, აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან მხილებული იქნა USAID-ი. შემოდის ფული, რომლითაც შემდეგ ამა თუ იმ ქვეყანაში იქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები, ხდება პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირება, მიმღები საზოგადოებისთვის უცხო იდეების შემოტანა, ჩანერგვა და წარმოჩენა, თითქოს ეს არის იმ საზოგადოების ინტერესი. მაგალითად, ლგბტ პროპაგანდა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. შემდეგ დონორი თუ ელჩი ხელისუფლებას ელაპარაკება, თითქოს ეს არის ხალხის ინტერესი და მის დასაცავად იბრძვიან. ეს პრაქტიკაშიც ასე ხდებოდა. თეა წულუკიანმაც ისაუბრა ამაზე და მეც არაერთხელ ვთქვი. როცა ჩემს კაბინეტში ამა თუ იმ უცხო ქვეყნის ელჩი მელაპარაკებოდა ქართველი ხალხის ინტერესებზე. იმ დონეზე მივიდა შიდა პოლიტიკაში ჩარევა, როდესაც თავად დონორები ქმნიან რაღაც თემას, მაგალითად, ლგბტ უფლებების საკითხი, რამდენიმე ქვეყანა იყო ამაში განსაკუთრებით აქტიური. ისინი ქმნიან თემას და გეუბნებიან, ეს არის თქვენი ხალხი ინტერესიო. ეს ხდებოდა ბოლო წლებში ნაცვლად დიპლომატიისა.

საბჭოთა კავშირის დროს მეორე მდივნის ფუნქცია იყო ასეთი, რომელიც მოსკოვიდან ინიშნებოდა. ის როგორც წესი, ჩრდილში იყო ხოლმე, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მას ეკუთვნოდა სიტყვა. ზოგიერთმა, სამწუხაროდ, ძალიან მოირგო ეს როლი, რომელმაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, სხვა ქვეყნის კონსტიტუციის და ხალხის წინაშე ფიცდადებულმა ადამიანმა, უნდა მისცეს ინსტრუქციები, რა და როგორ აკეთოს. იმედი მაქვს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა პატივს სცემს სხვა ქვეყნების ინტერესებს და ამაზე იქნება საუბარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს