„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ უნიკალური პროექტის განვითარება, რომელიც ქვეყანასა და რეგიონს ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს სთავაზობს, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კომპანია სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს 5- წლიანი წინსწრებით ასრულებს და დღეისათვის სრული საპროექტო არეალის მეოთხედზე მეტი უკვე ფორმირებულია.

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, „ამბასადორი აილენდ ბათუმს“, აღნაგობის ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიის მიერ ზღვაში შექმნილი 194 457 კვ/მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა. არსებული საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში ორ ნახევარკუნძულსა და კუნძულზე ტერიტორიის 49% საჯაროდ ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონებს დაეთმობა, მათ შორის ტყე-პარკებს, საფეხმავლო ბილიკებს, სპორტულ მოედნებსა და გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს. საპროექტო არეალში აშენდება საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებები, სასტუმროები, აპარტამენტები, ბინები, ვილები, ვერტოდრ ომები, იახტკლუბი და სხვ.

ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ფორმირდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს მათ შორის არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე