ინფექციონისტი - სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას ფრინველის გრიპის შემთხვევების შესახებ ცხოველებში, ასევე ფიქსირდება ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც - აშშ-მა ფერმებში გაძლიერებული მონიტორინგი გამოაცხადა

ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას ფრინველებში და ძროხებში ფრინველის გრიპის შემთხვევების შესახებ, ფიქსირდება ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც, - ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ინფექციონისტი აღნიშნავს, აშშ-ში ერთი ადამიანი გარდაიცვალა ფრინველის გრიპით ლუიზიანას შტატში, რამაც გარკვეული მღელვარება გამოიწვია. როგორც ბუწაშვილი განმარტავს, ახლახან ადამიანის ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ნევადაშიც, ფერმის თანამშრომლებში. ამ თვეში ფრინველის გრიპის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ავსტრალიამაც.

„კოვიდ-პანდემიის შემდეგ ადამიანები მეტად დაინტერესდნენ იმ ინფექციებით, რომლებსაც აქვთ პოტენციალი გამოიწვიონ ახალი პანდემია. ამის რისკი, ცხადია, მუდმივად არსებობს და შესაბამისად, მაღალი რისკის მქონე ინფექციური აგენტების მონიტორინგი ჯანმოს, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) თუ სხვა უწყებების მიერ მუდმივად მიმდინარეობს.

ბოლო პერიოდში ბევრი კითხვაა ფრინველის გრიპზე (H5N1), რომლის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და შფოთვა დაკავშირებულია ამ ვირუსით გამოწვეულ მაღალ ლეტალობასთან (შემთხვევების 50%-მდე). შეგახსენებთ, ეს ის ვირუსია, რომელმაც 2006 წელს მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შემდეგ დიდი პანიკა გამოიწვია ჩვენს მოსახლეობაში და ქათმის და კვერცხის მოხმარება მინიმუმამდე შეამცირა.

მაშინ ამ ვირუსმა, საბედნიეროდ, პანდემია არ გამოიწვია, მაგრამ არ გამქრალა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პერიოდულად ფიქსირდება ერთეული შემთხვევები ფრინველებში და ძალიან იშვიათად ადამიანებშიც.

ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას ფრინველებში და ძროხებში შემთხვევების შესახებ. ფიქსირდება ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც. აშშ-ში ერთი ადამიანი გარდაიცვალა ფრინველის გრიპით ლუიზიანას შტატში, რამაც გარკვეული მღელვარება გამოიწვია. ახლახან ადამიანის ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ნევადაშიც, ფერმის თანამშრომლებში. ამ თვეში ფრინველის გრიპის შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ავსტრალიაც.

ამ ეტაპზე ფრინველის გრიპი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხედ არ კვალიფიცირდება, თუმცა აშშ USDA-მ გამოაცხადა H5N1-ის გაძლიერებული მონიტორინგი ფერმებში და ველურ ფრინველებზე, შემთხვევების დროული აღმოჩენის და რეაგირების მიზნით“,- წერს მაია ბუწაშვილი.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს