რუსტემ უმეროვი - უკრაინის პოზიცია უცვლელია - უკრაინას სურს იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა და გახდება კიდეც

ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკრაინის პოზიცია არ იცვლება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ამერიკელი კოლეგის, პიტ ჰეგსტერის განცხადებას უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„უკრაინის პოზიცია უცვლელია - უკრაინას სურს იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა და გახდება ასეთი ქვეყანა“, - განუცხადა უმეროვმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, „რამშტაინის“ ფორმატში გამართული უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, უკრაინა ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.

„ვინარჩუნებთ თავდაცვისუნარიანობას და შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები და ნებისმიერ დასკვნებს ჩვენს ხალხთან ერთად ვაკეთებთ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებით მიღწეული შეთანხმების რეალურ შედეგად არ მიაჩნია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე