ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს

საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი კომპანიების ინდივიდუალური გეგმები და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით რეგიონში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილეს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა.

შეხვედრაში ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელი კომპანიები, მათ შორის, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ მენეჯმენტი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობტერმინალი“, „ბათუმის პორტი“, ავიაკომპანია „Air Astana,” „GK logistics“, საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი სხვა ბიზნესკომპანიები და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულები მონაწილეობდნენ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოსა და ყაზახეთის მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს, სადაც ირაკლი კობახიძემ და ოლჟას ბეკტენოვმა საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, შუა დერეფნის, ტურიზმისა და საინვესტიციო სფეროში პარტნიორობის, ენერგეტიკის, ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნული პრიორიტეტების ფარგლებში კონკრეტული კომპანიების პროექტები, 2025 წლის გეგმები და გაერთიანების პლატფორმაზე ურთიერთანამშრომლობის პროექტები განიხილეს.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების სამუშაო შეხვედრაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ანალიტიკური ინფორმაციის განხილვას, რომელსაც გაერთიანების მენეჯმენტი რეგულარულად ატარებს სხვადასხვა მაღალი რეპუტაციის მქონე საკონსულტაციო კომპანიების დახმარებით და რომელიც მოიცავს საქართველოსა და ყაზახეთის მარკოეკონომიკული მონაცემების დინამიკის, ინვესტიციბის, ვაჭრობისა და ტურიზმის სტატისტიკურ მონაცემებს.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკას და იმ დადებით ტენდენციებს, რომლებიც თითოეული მიმართულებით გამოვლინდა, ამასთან დაიგეგმა 2025 წლის განმავლობაში ჩასატარებელი ისეთი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული პარამეტრების კიდევ უფრო აღმავალ დინამიკას და არსებული გამოწვევების გადალახვას.

კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც გავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბიზნესისთვის და, განსაკუთრებით, გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო.

(R)

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ