საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი - „სტუ-1“ თოვლის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდმა - „სტუ-1“ თოვლის ფრენბურთში 2025 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი და ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, დაბა ბაკურიანში გამართულ თოვლის ფრენბურთის წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვაჟ ფრენბურთელთა 2 გუნდი - „სტუ-1“ დავით ცხომარიას, ალექსანდრე ზაქაიძის, თორნიკე კამკამიძის და გუგა გეჯაძის შემადგენლობით, და „სტუ-2“ სანდრო ნაცვლიშვილის, მამუკა ჭახნაკიას, ხასი ხალილოვისა და გარი კურაზიანის შემადგენლობით ასპარეზობდა.

„სტუ-1“-მა, რომელმაც წლევანდელი ჩემპიონატის ფარგლებში საუკეთესო შედეგები აჩვენა, ფინალური შეხვედრა „გორი 2“-თან გამართა და ანგარიშით - 2:0 დაამარცხა, შესაბამისად, ტურნირის ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, ფრენბურთის საუნივერსიტეტო გუნდს საქართველოს ჩემპიონობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს სწავლასა და სპორტულ კარიერაში.

„საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩვენი ახალგაზრდები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარ სპორტულ ტრადიციებს აგრძელებენ, ტურნირებში უნივერსიტეტის სახელით ღირსეულად ასპარეზობენ და რაც უმნიშვნელოვანესია - იმარჯვებენ. თოვლის ფრენბურთის წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ორი გუნდით წარსდგა. „სტუ-1“-მა, ამ საპატიო ტურნირის დღეებში, განსაკუთრებული მობილიზება და მომზადება აჩვენა და თავის ალმა-მატერს ჩემპიონის თასი მოუტანა. პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, ვულოცავთ და მადლობას ვუხდით სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს, უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს და მათგან მორიგ, ახალ გამარჯვებებს ველით“, - აღნიშნავს რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, თოვლის ფრენბურთში საქართველოს 2025 წლის ეროვნული ჩემპიონატი, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დაბა ბაკურიანში გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს