საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Email მარკეტინგის კურსი დაემატა

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას - Businesscourse.ge ახალი კურსი, Email მარკეტინგი დაემატა.

ბიზნესკურსის საგანმანათლებლო პლატფორმა უკვე არაერთი წელია, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს მრავალფეროვანი ინფორმაციითა და სასწავლო რესურსებით აძლიერებს. პლატფორმა მუდმივად ახლდება და მას ყველაზე მოთხოვნად თემებზე ახალი კურსები ემატება.

Email მარკეტინგის კურსი ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტური საკომუნიკაციო კამპანიები. კურსი 10 ვიდეოლექციას მოიცავს, რომელთა გავლის შემთხვევაში გაიგებთ, თუ როგორ შეიძლება მომხმარებლის მეილების შეგროვება, ტექსტური მეილების ვიზუალიზაცია, ციფრული ხელსაწყოების გამოყენება, კამპანიების შედეგების გაზომვა და სხვა. ეს ყველაფერი კი დაგეხმარებათ, თქვენი პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ ინფორმაცია სწორ აუდიტორიამდე მიიტანოთ და გაყიდვები გაზარდოთ. კურსს საქართველოს ბანკის ციფრული არხების ხელმძღვანელი, სოსო გომარელი უძღვება.

„Email მარკეტინგი ციფრული კომუნიკაციების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ამავე დროს უძველესი არხია. მას თანაბარი წარმატებით იყენებენ როგორც მცირე და საშუალო ბიზნესები, ისე დიდი კორპორაციები. ამ კურსის მეშვეობით გაგიზიარებთ ინფორმაციას Email მარკეტინგის საწყისებისა და მაგალითების შესახებ, გაგიზიარებთ მიგნებებს და გასწავლით, როგორ გამოიყენოთ ციფრული ხელსაწყოები ისე, რომ თქვენი Email კამპანიები წარმატებული იყოს“, - ამბობს სოსო გომარელი.

Businesscourse.ge უფასო პლატფორმაა, სადაც ბიზნესებისთვის საჭირო ინფორმაცია სასწავლო კურსების ფორმატშია გაერთიანებული. პლატფორმა მოიცავს კურსებს ფინანსების, მარკეტინგის, ვაჭრობის და სხვა საკითხების შესახებ. ჯამში პლატფორმაზე 50-ზე მეტი კურსია ხელმისაწვდომი ვიდეოფორმატში, მათი გავლა კი შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

Email მარკეტინგის კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

(R)

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს